ალექსანდრე ელისაშვილმა საკუთარი 8 თვიანი მუშაობა შეაჯამა

ალექსანდრე ელისაშვილმა საკუთარი 8 თვიანი მუშაობა შეაჯამა

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი, გუშინ, ხათუნა ხოფერიას მიერ დასმულ რამდენიმე შეკითხვას პასუხობს და საკუთარი მოღვაწეობის შესახებ ვრცელ პოსტს ათავსებს ფეისბუქზე:

"პასუხი ჩემდამი გუშინ დასმულ შეკითხვებზე

1.საბურთალოს ამომრჩევლებისათვის მიცემული პირობების და ჩემი 8 თვიანი მუშაობის შემაჯამების მიზნით მარტის ბოლოს ვგეგმავ დიდ შეხვედრას ჩემს მშობლიურ ეზოში, პავლოვზე. დავპირდი ჩემს ამომრჩევლებს რომ ამას გავაკეთებ პერიოდულად და პირველ შემაჯამებელი შეხვედრა მარტის ბოლოს მექნება - რა გავაკეთე და რა ვერ ამ ხნის მანძილზე სწორედ ამ შეხვედრაზე ვიტყვი. ამდენად ყველას და მათ შორის ქალბატონ ხათუნასაც ვიწვევ

2. რაც შეეხება ინიციატივებს:

ა) ინიციატივა საკრებულოს პერსონალური ავტოპარკის საერთო სარგებლობის ავტოპარკად გადაკეთების შესახებ. რის შედეგადაც გარდა საბჭოთა ნომენკლატურული სტერეოტიპის დამხვრევისა ქალაქის ბიუჯეტი დაზოგავდა წლიურად დაახლოებით 120 ათას ლარს. ამ პროექტს საკრებულომ მხარი არ დაუჭირა

ბ) ინიციატივა ძველი თბილისის სტრატეგიული განვითარების კონცეფციის შექმნის შესახებ. ამ მიზნით საკრებულოში 5 სხდომა ჩატარდა დახურულ რეჟიმში, მაგრამ დღემდე ჩემთვის აუხსნელი მიზეზებით ეს პროცესი გაჩერდა ჩემი არაერთი თხოვნის და შეთავაზების მიუხედავად

გ) ინიციატივა ურბანულ სივრცეში ხმაურის რეგულირების შესახებ. ეს ინიციატივა დამუშავდა და გადაეგზავნა პარლამენტს, თუმცა ძალიან სერიოზული შენიშვნები არ გაითვალისწინა საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ

დ) ინიციატივა საკრებულოს სხდომების კვირაში ფიქსირებულ დროს ჩატარებისა და დღის წესრიგის პროაქტიულად, რამდენიმე დღით ადრე საკრებულოს ვებ გვერდზე გამოქვეყნების შესახებ. ეს ინიციატივა ნაწილობრივ განხორციელდა

3. შეკითხვა თუ რომელ საკითხზე დავუპირისპირდი ნაციონალურ მოძრაობას საკრებულოში არასერიოზულად მიმაჩნია. ჩემთვის ნაციონალური მოძრაობა წარსულია. როცა ხელისუფლებაში იყვნენ მაშინ ვუპირისპირდებოდი. საკრებულოში ძალიან ცხარედ მიკამათია მათთან (დეტალები შეგიძლიათ საკრებულოს სხდომების ოქმებიდან ამოიკითხოთ), მაგრამ მე ნაციონალური მოძრაობის სახით გუშინდელი, ცუდი სიზმარი აღარ მაინტერესებს, მე უკვე მაინტერესებს რას აკეთებს ქართული ოცნების ხელისუფლება.

4. შეკითხვა იმის შესახებ თუ სად ვიყავი წყნეთის ხეების გაჩეხვის დროს მგონი არასწორად არის ჩემდამი ჩამოყალიბებული. მაშინ ერთი დამწყები ჟურნალისტი ვიყავი. 2006 წლიდან ჩემს მეგობრებთან დავაარსე ორგანიზაცია "ტფილისის ჰამქარი" და ალბათ მოგეხსენებათ ვცდილობდით ძველი თბილისის შენარჩუნებას.

5. ამ განცხადებით კოჭს ვის ვუგორებ და ვის არა არ მაინტერესებს. მე მინდა რომ ეს ქალაქი იყოს უკეთესი და თქვენგან განსხვავებით ვფიქრობ რომ ჩემი კრიტიკით სწორედ რომ ვეხმარები ხელისუფლებას ქალაქის უკეთ მართვაში

6. ბოლო კითხვა სუს-ზე და ნაცონალებთან ისევ იქ ყოფნაზე არის შეურაცხმყოფელი. მე თქვენ პირადად არ მიცნობთ და გთხოვთ იყოთ კორექტული

ისე კი ქალბატონო ხათუნა გირჩევდით დაინტერესდეთ - რამდენია ქართულ ოცნებაში 2014 წლის 1 ოქტომბრის მერე ნაციონალებიდან გადაბარგებული და ძალიან მაღალ თანამდებობებზე მოკალათებული. აი, ეს არის მგონი ძალიან საინტერესო

პატივისცემით - ალექსანდრე ელისაშვილი" - ნათქვამია სტატუსში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა