სკანდალურად წასულები - "ოცნების" მაღალჩინოსნები, რომლებმაც თანამდებობა ხმაურით დატოვეს

სკანდალურად წასულები - "ოცნების" მაღალჩინოსნები, რომლებმაც თანამდებობა ხმაურით დატოვეს

საქართველოს მთავრობაში მინისტრები ხშირად იცვლებიან, იხსნებიან, სხვა თანამდებობაზე გადაჰყავთ და ა.შ. ღსანიშნავია, რომ მინისტრების თანამდებობიდან მოხსნა ან საკუთარი ნებით გადადგომა ასევე ხშირად სკანდალებს უკავშირდება.

ოთარ ფარცხალაძე

გენერალური პროკურორის თანამდებობას ოთო ფარცხალაძე სულ რამდენიმე თვე იკავებდა. ამ თანამდებობაზე მან აჩიკო კბილაშვილი შეცვალა. 2008 წლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, გარდა ამისა იყო საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. ოთარ ფარცხალაძის თანამდებობაზე დანიშვნას დიდი ხმაური მოჰყვა, ამბობდნენ, რომ ის ბერას მეგობრის მამა იყო და სწორედ ამ მიზნით შეირჩა მთავარი პროკურორის პოსტზე. ფარცხალაძეს თანამდებობის დატოვება გიგი უგულავას მიერ გავრცელებული, სკანდალური ცნობის შემდეგ მოუხდა. ქალაქის ყოფილმა მერმა გაავრცელა ნასამართლეობის ცნობა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამტკიცებდნენ, რომ ფარცხალაძემ გერმანიაში ცხოვრების დროს ბოტასები მოიპარა. გენერალურმა პროკურორმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და მას შემდეგ არსად გამოჩენილა. "ქართული ოცნების" ოპონენტების განცხადებით, ის დღემდე ერევა პროკურატურის საქმიანობაში.

დავით კირვალიძე

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, დავით კირვალიძე ტრაქტორებს შეეწირა. ის ტანამდებობიდან 2013 წლის 2 მაისს გადადგა. მას ბრალად დიდი ოდენობით ტანხების გაფლანგვა წაუყენეს, თუმცა 2014 წლის 4 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეგრეთ წოდებულ "ტრაქტორების საქმეზე" სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა და დაკავებულებს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდება მოეხსნათ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საუბრობდნენ, რომ კირვალიძე მინისტრის სავარძელს დაუბრუნდებოდა, თუმცა ეს ჭორები არ გამართლდა.

ალექსანდრე ჭიკაიძე

შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საკუთარი ინტერვიუების და სხვადასხვა მიზეზების გამო, ყველაზე სკანდალურ მინისტრად ითვლებოდა. როცა მინისტრის პოსტზე დაინიშნა, ოპონენტები ამბობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ახლობლობის გამო შეირჩა ამ თანამდებობაზე. სანამ მინისტრი გახდებოდა, ალექსანდრე ჭიკაიძე 2008-2009 წლებში მუშაობდა თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის და ვაკე-საბურთალოს რაიონის სხვადასხვა განყოფილებაში. 2009 წელს დაინიშნა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელად. 2010-2011 წლებში დაწინაურდა და გახდა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი. 2011-2012 წლებში მუშაობა განაგრძო შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში მსახურობდა შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად. როგორც კი მინისტრად დაინიშნა, "ფეისბუქზე" დაწერილი პოსტის გამო, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი შეფასება ეწერა, მკაცრად გააკრიტიკეს. სკანდალი მოჰყვა მის გამოსვლას პარლამენტში ჰეროინის ამოღების საქმეზე. სადაც აღმოჩნდა, რომ მას თალიბანი პიროვნება ეგონა. ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან რამდენიმე თვის წინ გადადგა. ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი მას შვილის მკვლელების მფარველობაში სდებდა ბრალს. როცა იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს, ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან გადადგა და ამ პოსტზე ვახტანგ გომელაურმა ჩაანაცვლა.

ირაკლი ალასანია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოხსნა და მის ნაცვლად მინდია ჯანელიძე დანიშნა. ალასანიას საკუთარი ნებით მიჰყვა მაია ფანჯიკიძე და ალექსი პეტრიაშვილი. ალასანია ე.წ. "კაბელების საქმეს" შეეწირა, ამ საქმეზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრეს. ერთკვირიანი დაპირისპირების მიუხედავად, ირაკლი ალასანიამ თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვება არ ისურვა და თავად პრემიერმა მოხსნა. ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ვნებათაღელვა ამ საკითხზე დღემდე გრძელდება. ამბობდნენ, რომ ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანდებოდა, თუმცა ალასანია ამას დღემდე უარყოფს.

თამარ ბოჭორიშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა