პუტინის ჯანმრთელობა კრიტიკულ ზღვარზეა? - რუსეთის პრეზიდენტი 1 თვეა აღარ ჩანს

პუტინის ჯანმრთელობა კრიტიკულ ზღვარზეა? - რუსეთის პრეზიდენტი 1 თვეა აღარ ჩანს

მსოფლიო მედიაში არაერთხელ გავრცელებულა ცნობა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ბოლო ცნობებით, რუსეთის ლიდერს ძველი ავადმყოფობა - სარკომა (ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე) გაუმწვავდა.

როგორც "New York Post"-ის რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, პუტინს 84 წლის გერმანელი ექიმი მკურნალობს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში მუშაობის დროიდან იცნობს.

გარდა ამისა, რუსული გამოცემა "რუსული მონიტორი" აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს, რუსეთის პრეზიდენტის განყოფილების ანონიმურ თანამშრომელზე დაყრდნობით წერია, რომ ვლადიმერ პუტინს რამდენიმე დღის წინ იშემიური ინსულტი დაუდგინეს.

ხმებს პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ამყარებს ის ფაქტიც, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ამ კვირაში, ყაზახეთში დაგეგმილი ვიზიტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადო. შეგახსენებთ, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშნკო, ყაზახეთის ლიდერი ნურსულთან ნაზარბაევი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 12-13 მარტს, ასტანაში უნდა შეხვედროდნენ. ამ დროისთვის უცნობია, გაიმართება თუ არა დაგეგმილი შეხვედრა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბოლო ერთი თვის განმავლობაში არ გამოჩენილა საჯაროდ.

ბრაზილიაში ერთ დღეში COVID-19-ის 26 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევს, ქვეყანა სამედიცინო და პოლიტიკურ კრიზისშია

შავკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო აშშ-ში დაწყებული პროტესტი უმართავია - გადამწვარი შენობები და შეტაკებები ქალაქებში

უდაბნოს კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევა ბოლო 27 წლის განმავლობაში - ინდოეთი მწერებს ებრძვის