ick: თელავში მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის სახლს სამართალდამცავები იცავენ

ick: თელავში მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის სახლს სამართალდამცავები იცავენ

თელავში 30 წლის ანდრო ბოჭორიშვილის მკვლელობაში და კიდევ 2 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული პოლიციელის, 24 წლის გიორგი იორამიშვილის საცხოვრებელ სახლს სამართალდამცავები იცავენ. პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში არიან, ჟურნალისტებს ოჯახის წევრებთან გასაუბრების საშუალებას არ აძლევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ბრალდებულის სახლთან პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

10 მარტს, დაახლოებით 16:30 საათზე, თელავში, ე.წ. "სამხედრო ქალაქთან", საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 30 წლამდე ასაკის ძმებ ანდრო და ირაკლი ბოჭორიშვილებს ესროლეს. სროლის შედეგად ანდრო ბოჭორიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ირაკლი კი თელავის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. მკვლელობის დროს, ერთ-ერთი თვითმხილველი, 70 წლამდე ასაკის თამაზ შინგაზრდილაშვილიც დაიჭრა. ჭრილობა მას ფეხის არეში აქვს მიყენებული და მკურნალობას სახლში აგრძელებს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა