შაშიანელებს უგზოობის გამო მიცვალებულის დამარხვა უჭირთ

შაშიანელებს უგზოობის გამო მიცვალებულის დამარხვა უჭირთ

სოფელ შაშიანში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამართულ კრებაზე, მოსახლეობამ პრიორიტეტად სასაფლაოსკენ მიმავალი გზის მოასფალტება დაასახელა. ადგილობრივების თქმით, ამ მონაკვეთში მანქანით კი არა, ფეხითაც ჭირს გადაადგილება.

"ყოველ წელიწადს რომ მოდის სოფლისთვის თანხა, რაში იხარჯება, არ ვიცი. შარშან ბაღისთვის გადაირიცხა, იმის წინ სადღაც გადაყრუებული ქუჩა იყო და ის გააკეთეს. ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, იმაზე არავინ ლაპარაკობს. სასაფლაოსკენ მიმავალი გზა ყველას სჭირდება. მარტო ორი მანქანა ქვიშა დაყარეს და ეგ იყო. ასფალტი უნდა გაკეთდეს, სხვანაირად არაფერი ეშველება. თუ ვინმე მდიდარი მოკვდება, მანქანებით მიდიან, ისიც ძლივს, ბუქსაობით. თუ არადა ხალხი ფეხით რომ მისდევს, თავიდან ფეხამდე ტალახში ისვრება," - ამბობენ შაშიანში.

სოფელ შაშიანში გამგებლის წარმომადგენელის ნიკოლოზ მღებრიშვილის განმარტებით, სოფლის დახმარებისთვის იმდენად მიზერული თანხაა გამოყოფილი, რომ ამ გზის გაკეთება შეუძლებელია.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა