"სააკაშვილის დედა, გიული ალასანია თვითონ ითხოვდა წილებს"

"სააკაშვილის დედა, გიული ალასანია თვითონ ითხოვდა წილებს"

"ამ საქმეში მოწმის სახით ჩვენება მისცა ბრიტანეთის იმჟამინდელმა ელჩმა"

"მალე ყველა გაიგებს, თუ რა მეთოდებით ცდილობდა "ნაციონალური მოძრაობა" ზაზა ოქუაშვილისთვის ბიზნესის "ახევას"

"ამ პროცესში ჩართული იყო სააკაშვილის მრჩეველი ეკონომიურ საკითხებში გიგა ბედინეიშვილი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ გვჭირდება ამდენი ფული და 51%, ანუ საკონტროლო პაკეტიო."

მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებებს პროკურატურაში ახლახან შექმნილი სპეციალური დეპარტამენტი გამოიძიებს, საქმე ძირითადად შეეხება საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევებს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ ტიპის საქმეების გამოძიება აქამდეც მიმდინარეობდა. ამ რამდენიმე დღის წინ ირაკლი ბათიაშვილმა ერთ-ერთი ასეთი საქმის გახსნა უახლოესი მომავლისთვის დააანონსა. ლაპარაკია ტელეკომპანია "იბერიასა" და ზოგადად, კომპანია "ომეგაზე". "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში, მედიაზე შეტევას ერთ-ერთი პირველი ტელეკომპანია "იბერია" ემსხვერპლა. ტელევიზია დაიხურა... მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მფლობელისგან ტელევიზიის წილის დათმობას და სხვაზე გაფორმებას ითხოვდნენ.

გვესაუბრება ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ამ საქმეში ერთ-ერთი მოწმეა:

- სააკაშვილის ხელისუფლება, ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე, ტელეკომპანიებს დაერია. მათი მიზანი ყველა მათგანის გაკონტროლება იყო. ტელეკომპანია "იბერია" იყო პირველი, რომლის ხელში ჩაგდებაც მოინდომეს. "იბერია" იყო დამოუკიდებელი და არაკონტროლირებადი ტელევიზია, რაც ბუნებრივია, სააკაშვილს არ აწყობდა. გემახსოვრებათ, რომ "იბერიის" მერე, ტელეკომპანია "202" დახურეს, შევარდნენ "იმედში..." ეს იყო სააკაშვილის სტილი და ამას არც მალავდა. სახელმწიფო რეკეტის პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო ტელეკომპანია "იბერია" და ზოგადად კომპანია "ომეგა", რომელიც იყო დიდი ჰოლდინგი (მასში შედიოდა: ფაბრიკა, სტამბა და სხვ).

- რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ თქვენი დაკითხვა?

- ჩემს გარდა ალბათ კიდევ ბევრ სხვასაც დაკითხავენ. როგორც ვიცი, "ომეგას" ხელმძღვანელი, ბატონი ზაზა ოქუაშვილიც უკვე დაკითხეს. პროკურატურას უკვე ძალიან ბევრი მასალა აქვს შეგროვილი. მე ვიყავი ბევრი რამის უშუალო მოწმე. ბატონი ზაზა და მისი ოჯახი ჩემი დიდი ხნის ახლობლები არიან, ამიტომ იმ პერიოდში, როდესაც "იბერიის" წინააღმდეგ ეს პროცესი დაიწყო, მუდმივი ურთიერთობა მქონდა ზაზასთან და ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი. მომსწრე გავხდი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანის და ზაზა ოქუაშვილის საუბრის. ის პიროვნება ჩემს იქ ყოფნას არ ელოდა და ძალიან შეცბა როდესაც დამინახა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია