ოთარ კუშანაშვილის ძმის კრიმინალური წარსული და გარდაცვალების ახალი დეტალები

ოთარ კუშანაშვილის ძმის კრიმინალური წარსული და გარდაცვალების ახალი დეტალები

მოსკოვში, საკუთარ ბინაში ტელეწამყვან ოთარ კუშანაშვილის უფროსი ძმა გარდაცვლილი იპოვეს. ცოტა ხნის წინ, მის სიკვდილთან დაკავშირებით ახალი დეტალები გავრცელდა. როგორც გაირკვა,  სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, რომანი საკუთარ ძმასთან, შოუმენ ოთარ კუშანაშვილთან საუზმობდა. ისინი დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდნენ, ისაუბრეს და დაიშალნენ. ზუსტად მათი შეხვედრის შემდეგ, ცნობილი ჟურნალისტის ძმამ თავის მეუღლეს დაურეკა.

წინასწარი ინფორმაციით ცნობილია, რომ მამაკაცის გარდაცვალება შესაძლოა, ნარკოტიკების ზედმეტ დოზას გამოეწვია - ასეთია სასწრაფო დახმარების თანამშრომლების განცხადება და წინასწარი ექსპერტიზის პასუხები.

"როდესაც მორგიდან დაგვირეკეს და შეგვატყობინეს, რომ ჩემს მეუღლეს ნარკოტიკის ჭარბი დოზით მიღების სიმპტომები აღენიშნებოდა, ყველანი შოკში ჩავვარდით", - ყვება გარდაცვლილის მეუღლე ირინა.

მომხდართან დაკავშირებით, ოთარი არ გამორიცხავს, რომ მისი ძმა შესაძლოა, მოეკლათ. გარდა ამისა, НТВ-ს წყაროს ინფორმაციით, იგი სამართალდამცავებს სხვადასხვა დანაშაულებების, მათ შორის ქურდობის გამო, არაერთხელ დაუპატიმრებიათ.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით

AMBEBI.GE

მეტი ინფორმაციისთვის:

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია