ბატონი რომანი წყნარად იყოს... - ზურაბ ტყემალაძე რომან გოცირეძეს პასუხობს

ბატონი რომანი წყნარად იყოს... - ზურაბ ტყემალაძე რომან გოცირეძეს პასუხობს

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში, ეკონომიკის ექსპერტმა რომან გოცირიძემ "მრეწველების" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე "ინტელექტბანკის" გაკოტრებასა და 16 მილიონი ლარის მითვისებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით ამავე ეთერში ჩართვისას, გოცირიძის ბრალდებას ტავად ზურაბ ტყემალაძემ უპასუხა.

"მინდა გითხრათ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული... მე ბატონი გოცირიძე არაფერში დამიდანაშაულებია და არც მიხსენებია, მშვიდად იყოს, პროკურატურაში გაიხსნა ახალი დეპარტამენტი, თუ არაფერში არ არის დამნაშავე ბატონი რომანი, არავინ არაფერს დაუშავებს, წყნარად იყოს, თუ დამნაშავეა, ეს ჩემი საქმე არ არის, სამართალდამცავების საქმეა... მე მახსოვს როგორ ებრძოდით ბატონო რომან თქვენს წინამორბედს, რომ დაგეკავებინათ მისი ადგილი, როცა აგირჩიეს და გამოგიცხადეს ნდობა, 2 წელიწადსა და 2 თვეში გამოგაპანღურეს, ეტყობა ცოდვები გქონდათ და იმიტომ... ამასაც გაარკვევენ თუ ვინმე დაინტერსდება..." - მიმართა დეპუტატმა რომან გოცირიძეს.

ასევე იხილეთ: რომან გოცირიძე ზურაბ ტყემალაძეს 16 მილიონის გაფლანგვაში ადანაშაულებს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა