"პენსიაზე გასული" ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები

"პენსიაზე გასული" ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები

ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია მათ შორის, ვინც სპორტული კარიერა დაასრულა.

"ფორბსის" მონაცემებით, 2014 წელს NBA-ის ვარსკვლავის შემოსავალმა 100 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამერიკული გამოცემის თანახმად, 52 წლის მაიკლ ჯორდანის შემოსავლის დიდ ნაწილს სპორტულ კომპანია Nike-თან გაფორმებული კონტრაქტიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს. კომპანია Nike მაიკლ ჯორდანის სავაჭრო მარკის Jordan Brand-ის მფლობელია. გარდა ამისა, ამერიკელ კალათბურთელს სპონსორული ხელშეკრულება აქვს ხუთ უმსხვილეს კომპანიასთან, ასევე გახლავთ საკალათბურთო კლუბ "შარლოტის" აქციათა 90%-ის მფლობელი.

მაიკლ ჯორდანი, რომელმაც სპორტული კარიერა 2003 წელს დაასრულა, წელს პირველად მოხვდა "ფორბსის" პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგშიც. ამერიკელმა კალათბურთელმა 1-მილიარდიანი ქონებით "ფორბსის" რეიტინგში 1 741-ე ადგილი დაიკავა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს