მურმან დუმბაძე თავდაცვის მიზნით იარაღს ყიდულობს

მურმან დუმბაძე თავდაცვის მიზნით იარაღს ყიდულობს

საქართველოს პარლამენტი ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, თავდაცვის მიზნით, იარაღს ყიდულობს. მისი განმარტებით, რადგანაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს მისი და მისი ოჯახის დაცვას, ამიტომ იძულებილია, თავად დაიცვას საკუთარი თავი.

"არც გამსახურდიას, არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და არც რეგიონში ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს არ მომხდარა ოჯახზე, საკუთრებაზე და ცოლ-შვილზე თავდასხმის დაანონსება. ახლა კი, "თავისუფალი თაობის" ოჯახებში შემოჭრით გვემუქრება და ხელისუფლება ამის წინააღმდეგ არაფერს აკეთებს. საქართველო მხოლოდ კონსტიტუციური ქვეყანა არ არის, ეს არის კონსტიტუციურ-მორალისტური ერთობლიობა, ამიტომ მე არავის მივცემ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას. მე, როგორც პარლამენტის წევრს, მაქვს უფლება, ვატარო იარაღი და დავიცვა საკუთარი ოჯახი. სწორედ ამ უფლებას გამოვიყენებ" - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

მან დღეს განცხადება საკუთარ სახლში, მედეა ვასაძესთან და ჯემალ ფუტკარაძესთან ერთად გააკეთა. მათ დაგმეს "თავისუფალი თაობის" წევრების მიერ დეპუტატებზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთების დაანონსება და ხელისუფლებას მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.