ტუნისში ბარდოს მუზეუმში მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს მომხდარი შეტაკების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 19 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 17 უცხოელი ტურისტია. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ქვეყნის პრემიერ მინისტრზე ჰაბიბ ესიდზე დაყრდნობით აქვეყნებს.
მედიასაშუალების ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ტუნისელი მოქალაქე და პოლიციელი.
"ფრანს პრესის" ინფორმაციით კი, დაღუპულტა შორის არიან გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის მოქალაქეები.
ტუნისის მუზეუმში მძევლები დღეს ორმა შეიარაღებულმა პირმა აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მძევლების რაოდენობა 20-30 ადამიანს შეადგენდა. პოლიციამ ორივე ტერორისტი გაანადგურა და მძევლები გაათავისუფლა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 9 ადამიანს შეადგენდა.
ტუნისში ტერორისტებმა 30-მდე მძევალი აიყვანეს - უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გახსნეს