22 დაღუპული და 50-მდე დაჭრილი - ტუნისში, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის უახლესი ინფორმაცია

22  დაღუპული და 50-მდე დაჭრილი - ტუნისში, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის უახლესი ინფორმაცია

ტუნისში, ბარდოს მუზეუმში მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს მომხდარი შეტაკების შედეგად, დაზუსტებული ინფორმაციით, 22 ადამიანია დაღუპული და 50-მდე დაჭრილი. ამის შესახებ უცხოური მედია ადგილობრივი ტელეარხის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე, რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა ჰაბიბ ეს-სიდმა პრესკონფერენციაზე 19 დაღუპულის შესახებ განაცხადა, რომელთაგან 17 ტურისტია. მისი მონაცემებით, დაღუპულთა შორის არიან გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის მოქალაქეები. ორი მოკლული კი ტუნისელია.

მუზეუმში ორი "ბოევიკია" ლიკვიდირებული. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ დღევანდელ მოვლენებში 5 "ბოევიკი" მონაწილეობდა, რომელთაგან სამმა მიმალვა მოახერხა. პრემიერმინისტრმა მოსახლეობას ტერორიზმის აღმოფხვრის მოწოდებით მიმართა. პრეზიდენტმა ბეჟი კაიდმა კი პირობა დადო, რომ ახალი შეტაკებები თავიდან იქნება აცილებული.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა