კესარია აბრამიძე დედობისთვის ემზადება

კესარია აბრამიძე დედობისთვის ემზადება

"ნანუკას შოუში" კესარია აბრამიძემ სამომავლო გეგმებზე და მის ირგვლივ გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინა გავრცელდა ჭორი, რომ ის ორსულდაა, ნაწილი აცხადებდა, რომ მას შვილი უკვე ჰყავს. გავრცელებულ ჭორებს კესარიამ თავად მოჰფინა ნათელი და აღნიშნა, რომ დედობისთვის ემზადება, მაგრამ ახლო მომავალში ეს არ მოხდება.

როგორც თავად ამბობს, სამომავლოდ  თადარიგი დაიჭირა, საზღვარგარეთ გენეტიკური მასალა გაყინა და თუ მოისურვებს, ბიოლოგიური შვილი ეყოლება.

"წლების წინ დავგეგმე, რომ როგორც ყველა ქალს, მეც მყავდეს შვილი, მაგრამ არ ვაპირებ, რომ როგორც მარტოხელა დედამ, ისე გავზარდო, ჩემს შვილს ტრადიციულად გავზრდი... მე ვაღიარებ ჩემს თავს, მომწონს ჩემი თავი, მივყვები ჩემს ჩანაფიქრებს ისე, როგორ მე მინდა, კანონზე საერთოდ არ ვფიქრობ", - აცხადებს კესარია.