ჟიზელ ბუნდჰენი პოდიუმს ტოვებს

ჟიზელ ბუნდჰენი პოდიუმს ტოვებს

ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, რომელიც რვაჯერ მოექცა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაში, პოდიუმს ტოვებს. 34 წლის მოდელმა, რომელიც ამერიკული ფეხბურთის მოთამაშის, ტომ ბრეიდის მეუღლეა და ორი შვილის დედაა, საკუთარი გადაწყვეტილება ოჯახთან მეტი დროის გატარების სურვილით ახსნა.

შეგახსენებთ, რომ ჟიზელი ისეთი ბრენდების სარეკლამო სახეა, როგორებიცაა: Chanel, Carolina Herrera, H&M, Pantene და Oral-B. გარდა ამისა, მას საკუთარი თეთრეულის და კოსმეტიკის ხაზიც აქვს. მოდელის თქმით, პოდიუმის მიტოვების მიუხედავად, იგი ცალკეულ პროექტებში მუშაობას განაგრძობს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება