ის, რაც დღემდე არ იცოდით ყავის შესახებ

ის, რაც დღემდე არ იცოდით ყავის შესახებ

კოფეინი ადრენალინის დონეს წევს მაღლა, ამიტომ ვარჯიშის წინ მისი მიღება უკეთეს შედეგს მოგცემთ.

ყავა უხდება ღვიძლს. ადამიანებს, რომლებიც დღეში ოთხ ჭიქა ყავას სვამენ, ციროზით დაავადების შანსი მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი.

ყავის მოხმარება ცხიმის წვას უწყობს ხელს. კვლევებმა აჩვენეს, რომ ყავის მოხმარება ზრდის მეტაბოლიზმს 3-დან 11 პროცენტამდე.

თქვენ არ გჭირდებათ ყავა იმისთვის, რომ გამოფხიზლდეთ. ორგანიზმი დილით თავისით გამოყოფს ჰორმონ კორტიზოლს, რაც მას ეხმარება გამოფხიზლებაში. ამიტომ თუ ყავის გამოფხიზლების მიზნით დალევის ჩვევა გაქვთ, ამას აზრი არ აქვს. ჯობს დაელოდოთ კორტიზოლის დაწევას და შემდეგ დალიოთ ყავა. დილის 10 საათის შემდეგ.

ყავა შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტს. ის გეხმარებათ ე. წ. თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში, რომლებიც მრავალი დაავადების მიზეზად მიიჩნევიან. შედეგად, ყავის მოყვარულები ნაკლებად ავადდებიან ისეთი სნეულებებით, როგორიცააა პარკინსონი, შაქრის დიაბეტი და გულის დაავადებები.

მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს