"პუტინი ყველას უყვარს" - შარლი ებდო

"პუტინი ყველას უყვარს" - შარლი ებდო

ფრანგული სატირული ჟურნალის "შარლი ებდოს" მორიგი ნომერი გამოვიდა. მისი ცენტრალური გვერდები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიეძღვნა. "ყველას უყვარს პუტინი" - ასე დაასათაურა გამოცემამ რამდენიმე კარიკატურა, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც პუტინის უახლოესმა წრემ, ბორის ნემცოვის მკვლელობა რელიგიური ექსტრემიზმის მოტივით ახსნა, ჟურნალმა პუტინი ოპოზიციონერის მკვლელად მიიჩნია.

გარდა ამისა, კარიკატურებზე ალექსანდრ ლიტვინენკოს, სერგეი მაგნიტსკის, ბორის ბერეზოვსკის და სხვათა საფლავის ქვებია გამოსახული. ერთ-ერთ კარიკატურაზე რუსეთის ჰომოფობი პრეზიდენტი მარინ ლე პენთან და ჟერარ დეპარდიესთან ერთად სექსითაა დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად "შარლი ებდოს" 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, ჟურნალმა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. 2015 წლის 14 იანვარს "შარლი ებდოს" ახალი ნომერი 3 მილიონიანი ტირაჟით გამოვიდა. მის გარეკანზე წინასწარმეტყველ მუჰამედის შარჟი იყო გამოსახული, რომელსაც თვალებიდან ცრემლები სდიოდა და ხელში ცნობილი სლოგანი "მე შარლი ვარ" ეკავა. გარეკანს  წარწერა "ყველაფერი შეგინდეთ" ამშვენებდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია