რუსთაველის გამზირი წითელი საღებავითაა დასვრილი - დედალაქის მერიის მიმართვა აქციის მონაწილეებს

რუსთაველის გამზირი წითელი საღებავითაა დასვრილი - დედალაქის მერიის მიმართვა აქციის მონაწილეებს

წითელი საღებავითაა დასვრილი რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილი და სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორია, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის "თბილსერვის ჯგუფის" დასუფთავების ბრიგადები ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიას საღებავისგან წმენდენ.

"შევახსენებთ დღევანდელი აქციის მონაწილეებს, რომ ქალაქის იერ-სახის დამახინჯება ისჯება კანონით. ამიტომაც მოვუწოდებთ მათ, დაიცვან სისუფთავე და არ დასვარონ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები", - აცხადებენ მედიაში.

აქციის რამდენიმე მონაწილემ "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო პლაკატები კედლებიდან ჩამოხია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის რამდენიმე მონაწილემ პარტიის საწინააღმდეგო პლაკატები კედლებიდან ჩამოხია. ბანერები "ვარდების მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაკრული.

როგორც პლაკატების ჩამოხევის დროს მოქალაქეებმა განაცხადეს, მსგავსი ტიპის პლაკატები ქალაქს აუშნოვებს. პლაკატებზე მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის ლიდერების ფოტოები იყო გამოსახული, სადაც ეწერა - "ნაცრეჟიმი უნდა გასამართლდეს", "გვახსოვდეს 26 მაისი".

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების მიხედვით

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა