აქციის მონაწილეები პოლიციელებს ტაშით მიესალმნენ

 აქციის მონაწილეები პოლიციელებს ტაშით მიესალმნენ

"თავისუფლების მოედანზე" მიმდინარე აქციის მონაწილეები პოლიციელებს ტაშით მიესალმნენ. სამართალდამცავების მიმართ პატივისცემა მომიტინგეებმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის მოწოდებით დააფიქსირეს, რომელმაც აქციის ტერიტორიაზე პოლიციელთა გაძლიერებული მობილიზაცია იმით ახსნა, რომ ხელისუფლებას მათი შეეშინდა.

"დღეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ რაოდენობის პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული. ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ დღეს ჩვენი შეეშინდა ხელისუფლებას. გილოცავთ ყველას, მეგობრებო. სამაგიეროდ, ჩვენ არ შეგვშინებია და არასდროს შეგვეშინდება ჩვენი პოლიციის. დღეს ძალიან ბევრი პოლიციელი დგას აქ, ჩვენ გარშემო. მინდა, მივესალმო იმ პოლიციას, რომელიც ჩვენ შევქმენით და ვუთხრა, რომ განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან, რომელმაც პოლიციას ეკა ყუშიტაშვილები დაასვა თავზე და სპეცრაზმელები გლდანის ციხეში გაუშვა, ჩვენ მას პატივს ვცემთ, გვიყვარს, რადგან ეს არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოსთვის შევქმენით. ამიტომ მოდით, ყველამ ერთად მივესალმოთ და ტაში დავუკრათ ჩვენს პოლიციელებს. თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს პოლიციის და სპეცრაზმის, ჩვენ - არა. ამიტომ გილოცავთ – დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეეშინდა და დღეს გვყავს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც პოლიციასთან ერთად დგას ქუჩაში", - მიმართა დავით ბაქრაძემ აქციის მონაწილეებს.

მეტი ინფორმაციისთვის

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა