გიგა ბოკერია - ჩვენი მომავლისთვის წერტილი უნდა დავუსვათ კოლბიდან საქართველოს მართვას

 გიგა ბოკერია - ჩვენი მომავლისთვის წერტილი უნდა დავუსვათ კოლბიდან საქართველოს მართვას

ჩვენი მომავლისთვის წერტილი უნდა დავუსვათ კოლბიდან საქართველოს მართვას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ "თავისუფალების მოედანზე" მიმდინარე აქციის დროს განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი აქცია არის გარანტი იმისა, რომ საქართველოს აქვს მომავალი.

"მიხარია აქ რომ გხედავთ იმიტომ, რომ ჩვენი აქ ყოფნა არის გარანტია და საფუძველი იმისა, რომ არავის არ დავუთმობთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, განსაკუთრებით კოლბაში გამომწყვდეულ მილიარდელს და მის თოჯინებს კანცელარიაში. სამი წელია ვუყურებთ, როგორ ანგრევენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ვალია, რომ ამას წერტილი დავუსვათ, არ არსებობს ოჯახი გარდა მათი ნათესავებისა, რომლებიც უხვად დაასაჩუქრეს და თანამდებობებზე დანიშნეს. ყველა ვხედავთ, რომ უფსკრულისკენ მიდის ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ისაუბრა, მათ აქცია შეუერთდა და ხელზე სიმბოლურად წინდა ჩაიცვა.

"ჩვენ შორის არიან ჯგუფები, რომელსაც ამ საერთო გასაჭირის ფონზე განსაკუთრებული გამოწვევა აქვთ, დღეს ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის დღეა, ეს არის დაუნის სინდომის მქონე ბავშვების დღე. აქ არიან ასეთი ბავშვები და ოჯახები ჩვენს გვერდით და მე სიამოვნებით ვუერთდები მათ სიმბოლოს ეს არის წინდა და ჩვენი ვალია, რომ მათ ვაგრძნობინოთ, რომ ისინი მარტოები არ არიან და მათ აქვთ უფლება, რომ ქონდეთ შანსი თავისუფლებისკენ სწარფვის მათი მომავლისთვის და ჩვენი მომავლისთვის წერტილი უნდა დავუსვათ კოლბიდან საქართველოს მართვას", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მეტი ინფორმაციისთვის

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა