"მალე გადავლახავ ყველა დაბრკოლებას და გვერდში დაგიდგებით საქართველოს გადასარჩენად" - რა უთხრა სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს

"მალე გადავლახავ ყველა დაბრკოლებას და გვერდში დაგიდგებით საქართველოს გადასარჩენად" - რა უთხრა სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს

სადაც არ უნდა ვიყო ჩემთვის მზე ამოდის საქართველოდან და ჩადის საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა "თავისუფლების მოედანზე" "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას ძალიან ენატრება საქართველო და დარწმუნებულია, რომ ქვეყანა დაბრკოლებებს გადალახავს.

"ძალიან მენატრებით ყველა, ძალიან მენატრება საქართველო, დარწმუნებული ვარ, ცოტა დროში გადავლახავ ყველა დაბრკოლებას, შევძლებ თქვენს გვერდით დავდგე, ჩამოვიდე საქართველოში და გვერდით დაგიდგეთ საქართველოს გადასარჩენად. 2003 წელს ყველა ერთად დავდექით, რომ საქართველოს გადაგვერჩინა ჭაობისგან, ამავე ადგილზე ვიყავით შეკრებილები დიდი მოვლენების წინ, დღეს ბევრი ადამიანი ახალი თაობა შემოგვემატა. დღეს იგივე მიზანი გვამოძრავებს სამწუხაროდ, ისევ გადასარჩენი გვყავს ჩვენი ქვეყანა, ისევ საშველი გვყავს ერი და ისევ ამოსაყვანია ჭაობიდან და წუმპიდან, ისევ საჭიროა განვითარების რელსებზე დაბრუნება. ისევ საჭიროა დიდი დაბრკოლებების გადალახავა იმისათვს, რომ დიდი უბედურება, რომელიც არის უკან მოვიტოვთ. საქართველო გადავარჩინოთ დამანგრეველი მთავრობისგან, რომელსაც მხოლოდ ნგრევა და სიძულვილის ენით ლაპარაკი შეუძლია, რომელმაც დააბრუნა აჩრდილები 90-იანი წლების, ჩვენ ქუჩებში, სამსახურებში, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.

"ბრიუსელში აქაც საქართველოთი ვსუნთქავ, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემთვის მზე ამოდის საქათველოდან და ჩადის საქართველოში. ჩემი მოღვაწეობა არის იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახმა თავი იგრძნოს ღირსეულად და ყველამ იამაყოს ჩვენი სამშბოლოთო. ეს იქნება ჩემი ცხოვრების მიზანი, სანამ პირში სული მიდგას სანამ ამ დედამიწაზე გადავაადგილები", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ბოლო 3 სიახლე:

მეტი ინფორმაციისთვის

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა