მიხეილ მაჭავარიანი - ჩვენ დავიწყებთ მთავრობის გადაყენების პროცედურებს და "თავისუფალ დემოკრატებთან" დაკავშირებით იმედიანად ვართ განწყობილები

მიხეილ მაჭავარიანი - ჩვენ დავიწყებთ მთავრობის გადაყენების პროცედურებს და "თავისუფალ დემოკრატებთან" დაკავშირებით იმედიანად ვართ განწყობილები

ჩვენ დავიწყებთ პარლამენტში პროცედურებს მთავრობის გადაყენებისთვის და ამ საკითხში "თავისუფალ დემოკრატებთან" დაკავშირებით იმედიანად ვართ განწყობილები, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიიანმა "თვაისუფლების მოედანზე" გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მათ მთავრობის გადასაყენებლად 60 დეპუტატის ხმა სჭირდებათ.

"ჩვენ ჯერ საპარლამენტო დებატები მოვითხოვეთ, მთავრობა არ მოვიდა, შემდეგ პრეზიდენტმა დანიშნა რიგგარეშე სხდომა, მთავრობა არც იქ მოვიდა. ახლა აქციიდან ხალხმა მთავრობას გაუგზავნა გზავნილი, რომ მთავრობა უნიათოა და უნდა გადადგეს. ამის შემდეგ დავიწყებთ ჩვენ პარლამენტში პროცედურებს მთავრობის გადასაყენებლად. ჩვენ გვჭირდება 60 დეპუტატი და ვნახოთ, ვინ შემოგვიერთდება. სახელისუფლებო გუნდის იმედი არ გვაქვს. რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს", აქ უფრო იმედიანად ვართ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

მეტი ინფორმაციისთვის

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა