სესიაშვილი - ოპოზიციამ 12 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა

სესიაშვილი - ოპოზიციამ 12 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა

მე ვნახე "ნაციონალურ მოძრაობის" პოლიტიკური კრუნჩხვები და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე ამასაც ვერ მიიტანენ.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს გამართული აქციის შეფასებისას განუცხადა.

"პირველ რიგში ალბათ უნდა გავაანალიზოთ, თუ რა აქციასთან გვაქონდა საქმე, ანუ რა მიზანი ჰქონდა "ნაციონალური მოძრობას", როდესაც ამ აქციის ორგანიზებას ახდენდა. ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადადგომას ვერ შეძლებს, ყველამ კარგად იცის და პირველ რიგში, თავად ძალიან კარგად იციან. "ნაციონალური მოძრაობის" დაკრულზე რომ ჩვენი ქვეყანა აღარ ივლის, მე მგონი, ესეც რთულად გასაგები არ არის. ჩემი აზრით, მათი შეკრების მიზანი იყო იმ აქტივის შენარჩუნება, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" წინა მმართველობიდან მოყოლებული ინერციით შერჩა. მათი მიზანი იყო, რომ აქტივი შეენარჩუნებინათ, შეეკრიბათ და ისეთი სურათი შეექმნათ, თუნდაც მოდელირებული, რომ გარკვეულ ძალას წარმოადგენენ", - განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს პრეტენზია, რომ ნომერ პირველი ოპოზიციაა.

"ოპოზიციამ, რომელსაც აქვს პრეტენზია ნომერ პირველ ოპოზიციონერობაზე, რომელმაც ერთი თვით ადრე დაანონსა ეს აქცია, რეგიონებში იარა და ხალხის მობილიზაციას შეეცადა; რეკლამები გაუშვა, დიდი ფული დახარჯა და მათ მიერ კონტროლირებადი მთელი მედიასაშუალებები გამოიყენა ტემპერატურის ასაწევად, ჩემი აზრით, 12 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა. ეს ყველაფერი მარტივად რომ შევაფასოთ - დღეს მე ვნახე "ნაციონალურ მოძრაობის" პოლიტიკური კრუნჩხვები და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე ამასაც ვერ მიიტანენ. მათი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ არჩევნებამდე რაღაცა მუხტი შეენარჩუნებინათ, რადგან მმართველი პოლიტიკური ძალა, რომელიც 9 წელი მართავდა, ამხელა რესურსი ჰქონდა და ამხელა რესურსის დახარჯვით, მთელი საქართველოს მასშტაბით 12 000 კაცზე მეტს ვერ შეკრებს, მე მგონი, ამან ყველაფერს ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა", - განაცხადა სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმრვალესობის წევრმა საზოგადოებას მიმართა და დაამშვიდა.

"მინდა, საზოგადოება დავამშვიდო, რადგან ჩვენს საზოგადოებას წასრულის სიბნელეში დაბრუნების ეშინია - ეს არის წამება, ბიზნესის ტერორი, სასამართლო ხელისუფლების ჯიბეში ჩასმა და ა.შ. საზოგადოებას აქვს შიში და თუ ჩვენ გვაკრიტიკებენ, პირველ რიგში, იმისთვის გვაკრიტიკებენ, თუ როგორ იღებს "ნაციონალური მოძრაობა" ხმასო. მინდა, საზოგადოება დავამშვიდო და მარტივად ვუთხრა, რომ საკუთარ თვითლიკვიდაციას "ნაციონალური მოძრაობა" თითონ მოახრეხებს და ამას გააკეთებს ისევ იმ ტყუილების პოლიტიკის გაგრძელებით, თვითლუსტრაციით. მათ დიდი სურვილი ჰქონდათ, ალბათ, რომ ჩვენს ხელისუფლებას ისეთივე რეაქცია მოხედინა, როგორც სააკაშვილი 7 ნოემბერსა თუ 26 მაისს გვიწყობდა, მაგრამ ამ ქმედებით - ჩვენი მხრიდან მშვიდობიანი რეაგირებით "ნაციონალურ მოძრაობა" არჩევნებამდე დარწმუნებული ვარ, რომ თვითლიკვიდაციას მოახდენს და ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი დღეს, სადაც მათი მხრიდან უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, მინიმალური აქტივი ვერ შეკრიბეს. პარტისა, რომელსაც 50 კაცმადე ჰყავს პარლამენტში. ასევე ჰყავს ყველა საკრებულოში წარმოამდგენელი, ამდენი ზონდერია სამსახურიდან გაშვებული და მიუხედავად ამისა, საქართველოს მასშტავით 12 000 კაცს ვერ შეაგროვებს", - განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, კამერას შეუძლია 360 გრადუსით იტრიალოს, თუმცა "რუსთავი 2"-ის, ანუს "ნაციონალური მოძრაობის" კამერა 45 გრადუსზე ვერ ტრიალდებოდა. ეს არის მაგათი სახე".

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს პარლამენტში მთავრობის გადასაყენებლად დეპუტატების ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვოს, სესიაშვილის განცხადებით, ეს არის ტყუილების პოლიტიკის გაგრძელება.

"ყველამ იცის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იმდენ ხმას ვერ შეაგროვებს პარლამენტში, რომ მთავრობის გადაყენების თუნდაც პროცედურა დაიწყოს. ეს არის ზღაპარი", - განაცხადა სესიაშვილმა.

მეტი ინფორმაციისთვის

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა