"ქართულმა ოცნებამ" ორივე შეცდომა ერთდროულად დაუშვა" - რა შეცდომებზე საუბრობს კახა ლომაია

"ქართულმა ოცნებამ" ორივე შეცდომა ერთდროულად დაუშვა" - რა შეცდომებზე საუბრობს კახა ლომაია

განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია 21 მარტს ჩატარებული აქციის შემდეგ, ხელისუფლების დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს:

"საპროტესტო ტალღის პირისპირ მთავრობამ შეიძლება ორი შეცდომა დაუშვას: მძიმე და ძალიან მძიმე. მძიმე შეცდომაა, არ აღიარო იმ მედიუმის (ოპოზიციის) არსებობა, რომელმაც საზოგადოების უკმაყოფილებას ორგანიზებული ფორმა მისცა. ძალიან მძიმე: არ აღიარო თვით პრობლემა, რომელმაც ხალხი მოედანზე გამოიყვანა. ჩვენ რამდენჯერმე დავუშვით მძიმე შეცდომა, როდესაც აბუჩად ავიგდეთ ოპოზიცია, მაგრამ არასოდეს - ძალიან მძიმე, ვინაიდან ვაღიარებდით პრობლემების არსებობას. "ქართულმა ოცნებამ" ორივე შეცდომა ერთდროულად დაუშვა, პრობლემის არსებობაც უარყო და ოპოზიციასაც არ აღიარებს," - წერს ლომაია.

ბათუმში, საკონდიტრო "დონას" თანამშრომელს "კოვიდ-19"  დაუდასტურდა - მაღაზიის პერსონალი კარანტინში გადაიყვანეს

"ნახევარი საათია  ასე  ვართ", - თბილისის მეტროში შეფერხებაა და მატარებლები გაჩერებულია

მთიანაჭარაში მოგზაურობის გასამარტივებლად ახალი ტურისტული გზამკვლევი იქმნება