რუსთავში 41 წლის მამაკაცმა თავი დაიწვა

რუსთავში 41 წლის მამაკაცმა თავი დაიწვა

რუსთავში მცხოვრებმა 41 წლის რობერტ ვაჩეიშვილმა თავი დაიწვა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ვაჩეიშვილს ოჯახური პრობლემები ჰქონდა და სწორედ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

ვაჩეიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის მცხოვრები იყო. როგორც სოფლის გამგებელი ამბობს,  რობერტ ვაჩეიშვილი ბოლო რამდენიმე წელია რუსთავში ცხოვრობდა.

"ჩვენს სოფელში იყო ჩაწერილი და ეს სამწუხარო ამბავი მისი ნათესავებისგან შევიტყვეთ. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დადებითი პიროვნება იყო. ამბობენ, მას ოჯახში ჰქონდა პრობლემები", - აღნიშნა გელა ვაჩეიშვილმა.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია