"არაფერს გავაპროტესტებთ, ოღონდ ამ ზომბ-რიტუალებს ქრისტეს მოძღვრებას ნუ დაუკავშირებენ!" - ცოტნე გამსახურდია მადლიერების დღის დაწესებაზე

"არაფერს გავაპროტესტებთ, ოღონდ ამ ზომბ-რიტუალებს ქრისტეს მოძღვრებას ნუ დაუკავშირებენ!" - ცოტნე გამსახურდია მადლიერების დღის დაწესებაზე

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე პატრიარქის მერ მადლიერების დღის დაწესებას ეხმაურება.

"ახლა იმედია, გამოხტება ვინმე ანაფორიანი კერპთმსახური და "პასუხს გამცემს"  ბარემ გადაარქვან აღდგომას სახელი და უწოდონ ბაალის, ან მათთვის ძვირფასი ოქროს მეუფის, მამონას სახელი და ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

აღარც არაფერი გაგვიკვირდება და არც არაფერს გავაპროტესტებთ, ოღონდ ამ ზომბ-რიტუალებს ქრისტეს მოძღვრებას ნუ დაუკავშირებენ!", - წერს გამსახურდია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, ღვთისადმი მადლიერების დღე დაწესდა. უფლისადმი მადლიერების დღე ყოველი წლის აღდგომა დღეს აღინიშნება. ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. მადლობის ლოცვა და წირვა პირველად სვეტიცხოველში შესრულდება. აღდგომის წინა დღეს, შაბათს მსვლელობა დაიწყება.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, სასურველია, თბილისიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდნენ. მისივე თქმით, დაიკვლება მოზვერი, 7 ცხვარი და უფალს მადლობას შესწირავენ. ხოლო კვირას, 18.00 საათზე შესრულდება სამადლობელო პარაკლისი და სამღვდელოება ქუჩაში ნაკურთხ წყალს ასხურებს.

"ჩვენ ვლოცულობთ ყოველდღე და გვავიწყდება, რომ უფალს მადლობა შევწიროთ. ათი კეთროვანი მაცხოვარს შეხვდა. მათ შორიდან დაუწყეს ყვირილი და თხოვნა, რომ განეკურნებინა. უფალმა განკურნა, წადით და ეჩვენეთ მღვდელსო. ისრაელში იყო წესი, როცა ადამიანი კეთროვანებისგან განიკურნებოდა, მღვდელთან უნდა წასულიყო და მღვდელს უნდა დაედასტურებინა, რომ ის განკურნებული იყო. როცა კეთროვანები მღვდელთან წავიდნენ, გზაში შეხედეს თავიანთ თავს, რომ განკურნებული იყვნენ. აქედან ერთი მათგანი დაბრუნდა, უფლის წინაშე მუხლებზე დავარდა და მას მადლობა უთხრა. უფალი ეუბნება: ცხრანი სად არიანო. ვერ იპოვეს ძალა თავის თავში, რომ მისულიყვნენ და მადლობა

შეეწირათ უფლისთვის.

აი, ეს გვავიწყდება ჩვენ და ეს უნდა გვახსოვდეს. ამ წლიდან, ყოველ წელიწადს აღდგომა დღეს მადლობის პარაკლისი და ლოცვა ღვთისადმი შესრულდება. ყოველი წლის აღდგომა ღვთისადმი მადლიერების დღე იქნება. ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც მადლობს უფალს და დიდ მადლს იღებს, დიდ მადლს მიიღებს საქართველო აღდგომის დღესასწაულზე", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს