მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი რეალურ სამყაროს მკვეთრად დამახინჯებულს ხედავს - რა უნდა ვიცოდეთ ფსიქოზის შესახებ

მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი რეალურ სამყაროს მკვეთრად დამახინჯებულს ხედავს - რა უნდა ვიცოდეთ ფსიქოზის შესახებ

ფსიქოზი ფსიქიკური დარღვევის გამოხატული ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანის მოქმედება შორდება არსებულ რეალობას, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ მდგომარეობისას ადამიანი რეალურ სამყაროს მკვეთრად დამახინჯებულს ხედავს, რაც ვლინდება ქცევის დარღვევით და ფსიქოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენით. ფსიქოზის დროს ადამიანს ის ნიშნები გამოაჩნდება, რომლებიც ნორმალური ფსიქოემოციური ფონის მქონე პიროვნებისთვის დამახასიათებელი არ არის. ყველაზე ხშირად ეს აღქმის, მეხსიერებისა და აზროვნების დარღვევაა.

განასხვავებენ ფსიქოზის შემდეგ ფორმებს:

  • ჰალუცინაციურს;
  • ბოდვითს;
  • ჰალუცინაციურ-ბოდვითს;
  • აფექტურს;
  • დეპრესიულს;
  • მანიაკურს;
  • მანიაკურ-დეპრესიულს;
  • ალკოჰოლურს;
  • ისტერიულს;
  • შიზოაფექტურს და სხვა.

უკანასკნელ ხანს ბევრი ფსიქიატრი იზიარებს მოსაზრებას, რომ ფსიქოპათია დაავადება კი არა, პათოლოგიური ხასიათია, თანდაყოლილი ან შეძენილი ბიოლოგიურად არასრულფასოვანი ნერვული სისტემის შედეგად. ყოველივე ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს გენეტიკური ფაქტორებით, მშობლების ალკოჰოლიზმით, თანდაყოლილი სამშობიარო ტრავმებით, ორგანული დაავადებებით, ანდა ბავშვობაში გადატანილ მძიმე ორგანულ დაავადებებს უკავშირდებოდეს. ფსიქოპათის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს არახელსაყრელი გარემო, ფსიქიკური ტრავმები და მძიმე საყოფაცხოვრებო-მატერიალური პირობები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არასწორ აღზრდას. განასხვავებენ არასწორი აღზრდის 4 ძირითად ტიპს.

1. ჰიპერმზრუნველობა

მშობლები ზომაზე მეტ ყურადღებას იჩენენ ბავშვისადმი, გამუდმებით თავს ახვევენ მას საკუთარ შეხედულებებსა და აზრებს, თრგუნავენ მის დამოუკიდებლობას, ცდილობენ მისგან ვუნდერკინდის შექმნას. უდიდესი პოლონელი მეცნიერი, იანუშ კორჩაკი ამის თაობაზე წერდა: "შვილის დაკარგვის შიშით ჩვენ მას სიცოცხლეს ვართმევთ".

2. ჰიპომზრუნველობა

ბავშვი მშობლების აშკარა უყურადღებობას განიცდის. იგი თავად ზრდის საკუთარ თავს. მშობლები მისი აღზრდისთვის დროდადრო თუ მოიცლიან.

3. ოჯახის ნებიერა

პატარას აღმერთებენ, ყველა სურვილსა და კაპრიზს უსიტყვოდ უსრულებენ, ამართლებენ მის საქციელს, აქებენ და არ აჩვევენ შრომას.

4. კონკია

ბავშვს აკლია მშობლების ალერსი და ყურადღება. მას დასცინიან, სცემენ, ადარებენ სხვა ბავშვებს, არასერიოზულად ეკიდებიან მის სურვილებს, მიზნებსა და ოცნებებს.

ფსიქოპათთა გალერეა

ფსიქიატრები მიიჩნევენ, რომ ყოველი ფსიქოპათი თავისებურად ფსიქოპათიურია და პათოლოგიის იმდენი ფორმა არსებობს, რამდენიც ფსიქოპათიით შეპყრობილი ადამიანი, თუმცა მაინც შეიძლება გამოიყოს ფსიქოპათიის ტიპური გამოვლინებები, რომელთა მიხედვით ამ პათოლოგიის მქონე ადამიანები პირობითად შეიძლება შემდეგ ჯგუფებად დავყოთ:

აღგზნებადი ფსიქოპათები

ახასიათებთ თავშეუკავებლობა, სიფიცხე, ძლიერ მომთხოვნები არიან სხვებისადმი და ვერ იტანენ თავად მათი მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს. მათი რეაქციები ელვისებურია, "ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის" პრინციპის შესახებ არაფერი გაუგონიათ და არც არასოდეს მისდევენ მას. ძლიერ ვნებიანი, ძალაუფლებისმოყვარე, ჯიუტი, აზარტული პიროვნებები არიან. აღფრთოვანება ადვილად ეცვლებათ სასოწარკვეთილებით და პირიქით. მათთვის დამახასიათებელია სიჯიუტე. მიზნის მისაღწევად არაფერზე დაიხევენ უკან. ფრანგი ფსიქიატრები მათ ტირანებს უწოდებენ, რომლებიც თანამიმდევრობით იპყრობენ ოჯახს, სკოლას, სასწავლო დაწესებულებასა და სამსახურს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს