"მუსლიმი თუ ხარ, ისლამურ ქვეყანაში წადი, იქ თავს უკეთ იგრძნობ" - დისკრიმინაცია აეროპორტში

"მუსლიმი თუ ხარ, ისლამურ ქვეყანაში წადი, იქ თავს უკეთ იგრძნობ" - დისკრიმინაცია აეროპორტში

"მუსლიმი თუ ხარ, ისლამურ ქვეყანაში რატომ არ მიდიხარ? თუ მუსლიმი ხარ, წადი, იქ თავს უკეთ იგრძნობ", - ასე მიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლამდე პატრულ-ინსპექტორმა საინფორმაციო ცენტრების ქსელის კორესპონდენტს სულხან ბორძიკაშვილს, რომელიც პროფესიული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

სულხან ბორძიკაშვილმა საინფორმაციო ცენტრების ქსელს წერილი გამოუგზავნა, სადაც დეტალურად აღწერს აეროპორტში მასზე განხორციელებულ დისკრიმინაციის ფაქტს.

"სულ ექვსნი ვიყავით. ჩემ გარდა პროგრამის დანარჩენი მონაწილეები უპრობლემოდ გაატარეს. მე შემაყოვნეს დაახლოებით 20-25 წუთი. არ მიშვებდნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მეკითხებოდა, სად მივდიოდი, რატომ მივდიოდი და ა.შ. მე მას განვუმარტე, თუმცა პასპორტში ნანახი ჰქონდა უკვე, რომ მივდიოდი ამერიკაში პროფესიული გაცვლითი პროგრამის "ღია სამყარო" ფარგლებში. მერე მკითხა, "ღია სამყარო" რა პროგრამა იყო. ვუპასუხე, რომ ეს არის პროფესიული გაცვლითი პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები ახორციელებს და ფინანსდება აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ.

ამის შემდეგ მკითხა, რატომ მიგაჩნია, რომ საქართველოში რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენ, მუსლიმები ხომ უმრავლესობაში ხართო? რას ამბობთ, მუსლიმები საქართველოში უმცირესობა ვართ-მეთქი.

მონაცემთა ბაზა ჰქონდა გახსნილი და კითხულობდა. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრებ მუსლიმებს საქართველოდან გასვლის ან შემოსვლის დროს აეროპორტში ასეთი და უარესი პრობლემები ექმნებათ.

სიტუაციის დაძაბვას მაქსიმალურად ვერიდებოდი, ამიტომ ამ შეურაცხყოფაზეც წყნარად მივუგე, მე საქართველოს მოქალაქე ვარ, აქ დაბადებული და გაზრდილი, თავს კარგად ვგრძნობ და აქ იმიტომაც ვარ-მეთქი.

კითხვები ამით არ ამოიწურა. დუბაიში რატომ არ მიდიხარო? შესაძლებლობა როცა მექნება, დუბაიშიც წავალ-მეთქი.

ამის მერე უკვე მე ვკითხე. რატომ მაინცდამაინც მე დამაყოვნეთ ამდენ ხანს და მე მიტარებთ გამოკითხვას, პროგრამის დანარჩენი მონაწილეები კითხვების გარეშე, რამდენიმე წამში გაუშვით-მეთქი? მიპასუხა, პასუხს ველოდებიო.

რამდენიმე წუთის შემდეგ, მითხრა, რომ პასუხი მიიღო, სავარაუდოდ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან და საპასპორტო კონტროლი გავიარე", - წერს სულხან ბორძიკაშვილი წერილში.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში