"ივანიშვილი ხელოვნების სფეროს, იმიტომ ედგა გვერდით, რომ შემდეგ ეს ხალხი მისი მონა გამხდარიყო" – ირინა სარიშვილი

"ივანიშვილი ხელოვნების სფეროს, იმიტომ ედგა გვერდით, რომ შემდეგ ეს ხალხი მისი მონა გამხდარიყო" – ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილმა  21 მარტის აქციაზე, ბიძინა ივანიშვილსა და ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართა:

"მეგობრებო და განსაკუთრებით ყოფილო მეგობრებო, ვინც ამ დღეებში ჩატში მომმართავთ კითხვით, რატომ აღარ ხართ ჩემს "საფრენდეთში". ცალ-ცალკე რომ არ აგიხსნათ, ამ სტატუსით გეტყვით:

მე აქაც და ცხოვრებაშიც ძალიან ბევრი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მეგობარი მყავს. ჩემთვის ადამიანთან საურთიერთობოდ არანაირი მნიშვნელობა მის პოლიტიკურ, რელიგიურ და სხვა შეხედულებებს არა აქვს. თუნდაც მტრული პოზიციის ადამიანს მე საქციელი ან პოზიცია უნდა შევუფასო, თუ მაინცდამაინც ვთვლი, რომ ეს ჩემი საქმეა და არა პირადი შეურაცხყოფა მივაყენო... ეს უზნეობაა! მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო:

სადაც ამ დღეებში ეკა ნიჟარაძის მიმართ პირადი შეურაცხყოფის შემცველ კომენტარებს გადავაწყდი, ასეთი კომენტატორები ჩემი მეგობრობიდან გავიყვანე! და არა იმიტომ, რომ ეკა ნიჟარაძეს, ამ ულამაზეს ქალს და უკარგეს ადამიანს ჩემი დაცვა ჭირდება! არა! მე ჩემს თავს ვიცავ: ხვალ ჩემი პოზიცია არ მოგეწონებათ და მე გავხდები ასეთი მორალის ადამიანებისთვის, მახინჯი, უწესო, მე დამითვლიან ქმრებს თუ საყვარლებს და მე შემიფასებენ, როგორი ცხვირი ან თავის ქალა მაქვს! ეს მე ვერაფერს დამაკლებს, ისევე, როგორც ეკას არ დაკლებია არაფერი, უბრალოდ, არ მინდა ასეთი ადამიანები ჩემს მეგობრებად ითვლებოდნენ, თუნდაც აქ!

არ ეთანხმებით, ვინმე რომ 21 მარტის აქციაზე წავიდა? თქვით რომ არ ეთანხმებით, თუ მაინცდამაინც თქვენი გასარჩევია, ვინ სად წავა! და მანდ დაამთავრეთ! რაზეც ცხოვრებამ დაგბოღმათ და რაც, როგორც ჩანს, გაკლიათ, ქალსაც და კაცსაც, ამის გამო ყველაფერი ხო არ უნდა იკადროთ?!

რაც შეეხება მადლიერების და უმადურობის თემას:

სხვის მაგივრად რატომ იმადლებით?! ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედის, და არა პოლიტიკოსის სტატუსით გვერდში ედგა ხელოვან ადამიანებს! პოლიტიკაში ის ამის მერე მოვიდა! ექიმობა რომ გადაეწყვიტა და ცუდი ექიმი რომ ყოფილიყო, მადლიერების ნიშნად, იმიტომ რომ მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ხელფასს გიხდიდათ, ამის ხათრით, ცუდ ექიმთან მიხვიდოდით??? ან შვილს მიიყვანდით??? თუ პოლიტიკა თქვენ ექიმობაზე ნაკლებ საპასუხისმგებლო საქმე გგონიათ??? გამოვიდეს მაშინ ბიძინა ივანიშვილი და თქვას, რომ ის ამდენი წლის განმავლობაში თეატრებს, ზოგადად, ხელოვნების სფეროს, იმიტომ ედგა გვერდით, რომ შემდეგ ეს ხალხი მისი მონა გამხდარიყო!!! ის არ ამბობს და თქვენ უკაცრავად და ვინ .... ???

ისე კი, მომავალში, ბიზნესმენებო, ოლიგარქებო, მეცენატებო: როცა ვინმეს ან რამის დახმარებას გადაწყვეტთ, ინსტრუქცია მოაყოლეთ, თუ მერე პოლიტიკოსობას აპირებთ: ქრთამს აძლევთ თუ ეხმარებით!!! ასე აჯობებს თქვენთვისაც და მათთვისაც, ვისაც, როგორც თქვენ გვარწმუნებთ, უანგაროდ ეხმარებით!

თქვენ კი, სხვის მაგივრად დამმადლებლებო, სხვის სილამაზეზე, ჭკუაზე და საინტერესო ცხოვრებაზე დაბოღმილებო, ერთი იცოდეთ: ხვალ ეს ყველაფერი ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ! ოღონდ ჩვენგან განსხვავებით, თქვენ ამას იოლად ვერ გადაიტანთ!!! იფიქრეთ ამაზე!...

სტატუსი მეგობრულია"- წერს სარიშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია