კასპში სასწრაფოს მანქანას ტაქსი დაეჯახა

კასპში სასწრაფოს მანქანას ტაქსი დაეჯახა

კასპში სასწრაფო დახმარების მანქანას ტაქსი დაეჯახა. შემთხვევა ქალაქის ცენტრში მაშინ მოხდა, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადას სოფელ მეტეხიდან პაციენტი კასპის სამედიცინო ცენტრში, თირკმლის დაავადების დიაგნოზით გადაჰყავდა. შემთხვევის შედეგად, სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი 5 მგზავრი დაშავდა, მათ შორის ბრიგადის ექიმი. პაციენტს კი ავარიის შედეგად დაზიანებები არ მიუღია.

ხუთივე მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია