"უჩას სკვერი" ჩუმლაყში - უფასო Wi-Fi, საინფორმაციო დაფა და ვიდეოკონტროლი

"უჩას სკვერი" ჩუმლაყში - უფასო Wi-Fi, საინფორმაციო დაფა და ვიდეოკონტროლი

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა უჩა ქემაშვილმა თანასოფლელებისთვის სკვერი მოაწყო - უფასო ინტერნეტით და საინფორმაციო დაფით. უჩას სკვერში მისვლა და ინტერნეტით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სკვერში ხალხმრავლობაა, ამიტომ უსაფრთხოებას ვიდეოთვალი აკონტროლებს.

სკვერი ახალგაზრდებში და არა მხოლოდ ახალგაზრდებში, დიდი პოპულარობით სარგებლობს. უჩა ქემაშვილი სკვერის გაფართოებასაც გეგმავს, მაგრამ საჭირო ფინანსები არ აქვს. ის ამჟამად უმუშევარია.

"ახალგაზრდობას არანაირი გასართობი არ ჰქონდა სოფელში. ხელისუფლებასაც მივმართეთ, მაგრამ სკვერი საკუთარი ფინანსებით გავაკეთე. სამომავლოდ ამ სკვერის გაფართოება მინდა და მაქვს ბევრი გეგმა, მაგრამ ფინანსები მჭირდება", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უჩა ქემაშვილმა.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა