"ჩემს ცხოვრებაში ორჯერ მქონდა მომენტი, როცა ციციკორეების ჯიჯგვნა ვარჩიე თავის დამცირებას" - ირინა სარიშვილი ცხოვრების მძიმე წუთებს იხსენებს

"ჩემს ცხოვრებაში ორჯერ მქონდა მომენტი, როცა ციციკორეების ჯიჯგვნა ვარჩიე თავის დამცირებას" - ირინა სარიშვილი ცხოვრების მძიმე წუთებს იხსენებს

ირინა სარიშვილი საკუთარი ცხოვრების ორ გარდამტეხ ეპიზოდს იხსნებს, როდესაც "ციციკორეების ჯიჯგვნა" თავის დამცირებას ამჯობინა და მაგალითად ქართველი მოზარდი მოჰყავს, რომელიც ბასტაინ შვაინშტაიგერის ბუცს შეეხო, რამაც საზოგადოების მხრიდან დიდი აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც, ბიჭმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა:

"ჩემს ცხოვრებაში ორჯერ მქონდა მომენტი, ერთხელ პირადში, როცა 17 წლის ვიყავი, და მეორედ საქმეში, როცა დამიჭირეს, როდესაც საზოგადოებაში გამეფებული შეხედულებების გამო, კინაღამ უკან დავიხიე, უფრო სწორად, დავიხიე, მაგრამ ჩემს მეტს ეს არავის გაუგია, დროზე გამოვფხიზლდი და ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა: პირადში – არ გავხდი მათხოვარი და ციციკორეების ჯიჯგვნა ვარჩიე თავის დამცირებას, და საქმეში – ციხით გულგახეთქილმა, უცებ ყველაფერი ისე მივიღე, რომ ციხის უფროსს უკვე ნაჯდომი ვეგონე...

არ იყო იოლი ეს ყველაფერი, განსაკუთრებით იმ წლებში, მაგრამ საკუთარი თავი უფრო შევიყვარე, ვიდრე ციციკორეებისგან შემდგარი საზოგადოების აზრი და დღეს ის ვარ, რაც ვარ. ვიღაცას მოვწონვარ, ვიღაცას არა, მაგრამ მე მე ვარ და ესაა ჩემთვის მთავარი...

რატომ გამახსენდა დღეს ეს ყველაფერი... იმიტომ, რომ ამ წუთას შევიტყვე: ბიჭი, რომელიც გერმანელი ფეხბურთელის ბუცს შეეხო, საჯაროდ ბოდიშს იხდის... გიხაროდეთ ციციკორეებო! ასე ტყდება ადამიანი, განსაკუთრებით პატარა ასაკში თქვენი მახინჯი ცხვირების ჩაყოფით!!!

მაგრამ არა მგონია, დიდ ხანს გაგიგრძელდეთ ეს სიხარული. იმედია, ეს ბიჭიც, ისევე როგორც მე და ბევრი სხვა, მალე გასწორდება წელში, ფეხებზე დაიკიდებს თქვენნაირების აზრს და მიხვდება, რომ ისე უნდა იცხოვროს, როგორც ესმის! ის უნდა აკეთოს, რასაც გული კარნახობს და ყველა შემთხვევაში, ყველგან და ყოველთვის, იყოს მართალი საკუთარ თავთან! სტატუსი არ არის ფეხბურთზე და შვაინშტაიგერის ბუცზე!!!" - წერს სარიშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია