ნუკა კვალიაშვილი: ''რომანტიკა სიყვარულის ძალიან ბანალური გამოვლინებაა...''

ნუკა კვალიაშვილი: ''რომანტიკა სიყვარულის ძალიან ბანალური გამოვლინებაა...''

ნუკა კვალიაშვილი საზოგადოებისთვის მუსიკასთან ასოცირდება. გადავწყვიტეთ, ის თქვენთვის სხვა კუთხით დაგვენახვებინა. მომღერალი თავის ''დღიურში'' ხაზს უსვამს, რამხელა პასუხისმგებლობაა ბავშვების აღზრდა, ასევე საუბრობს თავის არაორდინარულ წარსულზე, ხასიათზე, ორიგინალურ შეხედულებებსა და მომავალ გეგმებზე.

საზოგადოებრივ მასკარადში

ამბობენ, რომ ცხოვრება საუკეთესო მასწავლებელია და ჩვენი არსებობის ერთ-ერთი მიზანი თვითშეცნობაა. გამოცდილების საშუალებით აღმოვაჩინე, რომ სიტუაციების გავლენის ქვეშ ადვილად ვექცევი. ასეთ დროს ადამიანები ამბობენ, სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო.

თუ ისეთ გარემოსა და ხალხში მოვხვდი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, რეალური ნუკა წინა პლანზე გადმოდის და ისეთ თვისებებს ამჟღავნებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში არ ჩანს.

საზოგადოება ერთ დიდ მასკარადად არის ქცეული, რომელსაც ყველა ჩვენი ნიღბით ვერევით.

ბავშვობა ლურჯი ელფერით

ჩემმა ბავშვობამ საინტერესოდ გაიფრინა, თუმცა საკმაოდ არასტანდარტული იყო, ექსკურსიაზე არასდროს ვყოფილვარ, დაბადების დღეებზეც არ დავდიოდი. არასდროს მიყვარდა დღესასწაულების აღნიშვნა.

11 წლის ასაკში თმა ლურჯად შევიღებე. დედაჩემი არ შემწინააღმდეგებია. მსგავს სურვილებზე ადვილად მთანხმდებოდა. მისთვის მიუღებელი იყო არა თმის უჩვეულო ფერი, არამედ უღირსი ნაბიჯები და ბოროტება. ყოველთვის მასწავლიდა, რომ სხვისთვის გული არ უნდა მეტკინა. ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი უფლებები იწყება.

''ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი...''

საკმაოდ წინდახედული ვარ. გადაწყვეტილებებს დიდხნიანი ფიქრის შემდეგ ვიღებ. საკითხს ავწონდავწონი, განვჭვრეტ სავარაუდო მომავალს და ამის შემდეგ ვაკეთებ არჩევანს.

შვილების გულისთვის ყველაფერზე წავალ!

ჩემი პატარა პირველად ხელში რომ ავიყვანე, პასუხისმგებლობის გრძნობით ავივსე. მივხვდი, რომ მისთვის არაფერზე დავიხევდი უკან და დაუფიქრებლად გავწირავდი თავს. დღეს უკვე ორი შვილის დედა ვარ (ნუკი მეორე შვილზეა ფეხმძიმედ - ავტ.).

დედობას არ შევუცვლივარ, უბრალოდ, საჭირო გამოცდილება მომემატა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება