"ფურთხის ღირსი... მოაშორეთ თავდაცვას, თორე ჯარისკაცები ცემენ! " მწვავე გამოხმაურებები მინდია ჯანელიძის სკანდალურ განცხადებაზე

"ფურთხის ღირსი... მოაშორეთ თავდაცვას, თორე ჯარისკაცები ცემენ! " მწვავე გამოხმაურებები მინდია ჯანელიძის სკანდალურ განცხადებაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ქართველი ჯარისკაცების ფრაგმენტების დაკრძალვას "მნიშვნელოვანი ვიზიტის" გამო ვერ დაესწრო.

მისივე თქმით, დაკრძალვა მოხდა არა ცხედრების, არამედ დნმ ანალიზისთვის აღებული ნიმუშების. "ჩემს დასწრებასთან დაკავშირებით ისმება თითიდან გამოწოვილი შეკითხვები. ძალიან ბევრის ოჯახის წევრი ვერ დაესწრო ამ ღონისძიებას. თავდაცვის სამინისტრომ მიაგო და ყოველთვის მიაგებს პატივს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს"

მინისტრის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. საზოგადოების ნაწილი ჯანელიძის ამ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი: "ეს კაცი თავდაცვის მინისტრია! იმედი მაქვს დილამდეა მინისტრი, ამ განცხადების შემდეგ მოხსნიან და თუ არა! იმედი მაქვს ჯარისკაცები მას არ მიიღებენ!"

ალექსი პეტრიაშვილი: "ეს კაცი მოაშორეთ თავდაცვას, თორე ჯარისკაცები ცემენ! სირცხვილიაააა! რეებს ლაპარაკობს!!!!!!"

თეა თუთბერიძე: "ტიპი არის რუსული სპეცსამსახურების აგენტი. როგორ დაესწრებოდა? P.შ. მისი იქ დასწრება შეურაცხმყოფელი იქნებოდა იმ ბიჭების სულებისთვის ჩემი აზრით".

გოგა ხაჩიძე: "ჩვენს თავდაცვის მინისტრს ვუყურებ და თადასხმის სურვილი მიჩნდება!".

ოთო კახაძე: "ფურთხის ღირსი მინისტრი - განაყოფიერებული სპერმატოზოიდი".

თამარ ჩერგოლეიშვილი: "გულისამრევია. ჯარის ადგილზე ამას არ მივესალმებოდი".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს