კასპის საკრებულოს წევრებს სხდომაზე ამღვრეული წყალი დასალევად მიუტანეს

კასპის საკრებულოს წევრებს სხდომაზე ამღვრეული წყალი დასალევად მიუტანეს

კასპის საკრებულოს წევრებს სოფელ წინარეხის მოსახლეობის ნაწილმა ამღვრეული წყალი დასალევად სხდომაზე მიუტანა. ამ ფორმით მათ სასმელი წყლის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების დროს გამოვლენილი ხარვეზები გააპროტესტეს. წინარეხში წყლის რეაბილიტაცია 2014 წელს მოხდა და 218 000 ლარამდე დაჯდა.

"მთელი სოფელი დაავადებულია, ხალხი მოიწამლა. ვიხოცებით უწყლობისგან, უგზოობისგან, უექიმოდ, უტრანსპორტოდ და უნდა მოვითმინოთ?" - ამბობენ წინარეხელები.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა კი ირწმუნება, რომ დამონტაჟებული მილები, საბოტაჟის მიზნით, ხელოვნურად დააზიანეს.

წყარო: qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა