"მაინცდამაინც დედაშენი უნდა დამწუხრდეს რომ დრამატიზირება გვეგებოდეს" - ირინა სარიშვილი ზაქარია ქუცნაშვილს

"მაინცდამაინც დედაშენი უნდა დამწუხრდეს რომ დრამატიზირება გვეგებოდეს" - ირინა სარიშვილი ზაქარია ქუცნაშვილს

ირინა სარიშვილი პოლიციელის მკვლელობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" წევრის, ზაქარიას ქუცნაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს პასუხობს:

"აი, პირველი კომეტარიც პოლიციელის მკვლელობაზე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან!

"სიტუაციის დრამატიზირება არ გვეგების!" – ზაქარია ქუცნაშვილი

მაინცდამაინც დედაშენი უნდა დამწუხრდეს რომ დრამატიზირება გვეგებოდეს?!!!

ვისი ბრალია, რომ თითოეული ასეთი ტრაგედია უკვე არა მხოლოდ მისი ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა!!!

მერამდენე მკვლელობაა ეს უკვე?!!!!

შეიძლება სხვისი სიკვდილი დიდად არ გაღელვებდეს კვერცხივით ნაჭუჭში ჩაკუჭულს, მაგრამ პოლიციელი მოკლეს და შენ ხელისუფალი ხარ!!!

ენა მაინც ჩაიგდე!!! ასე თუ გაგრძელდა შენი და ყველა თქვენგანის ჯერიც მოვა და თქვენი დედები მაინც დაინდეთ!!!!!!!!!!!

ყველაზე და ყველაფერზე მაღლა მდგომებს, ვთხოვ, თავი შეიკავონ ისეთი ტიპის კომენტარებისგან, როგორიცაა: ნუ ვიყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანურ ტრაგედიებს; ვაცალოთ ხელისუფლებას; და ა,შ.

მე არც ხმები მინდა არავისი და არც რომელიმე პოლიტიკური ოპონენტის მიმართულებით ვიშვერ ხელს! მე პასუხს ვთხოვ ხელისუფლებას და მხოლოდ ხელისუფლებას!!!

თუ კიდევ ვაცალოთ?!!!!!!!

ეგებ ხვალ რომელიმე ჩვენგანის ჯერი დადგეს!!!

მაინც ვაცალოთ?!!!!!" - წერს სარიშვილი.

შეგახსენებთ ზაქარია ქუცნაშვილის კომენტარს:

"სამწუხაროდ დანაშაული არის საზოგადოებრივი, სოციალური მოვლენა. დანაშაული ყოველთვის ხდება იქ სადაც სოციუმია. და რა თქმა უნდა პირველ რიგში, პირველ დარტყმას იღებენ ჩვენი პოლიციელები, ასე რომ სიტუაციის დრამატიზება არ გვეგების, პოლიციელის ვალია დაიცვას ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და წესრიგი".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია