''მოფერება ძალიან უყვარს, ეტყობა, რომ ქალია...''

''მოფერება ძალიან უყვარს, ეტყობა, რომ ქალია...''

კოკერსპანიელი, სახელად დეზი, დათო დარჩიას ოჯახში სამი წელია ცხოვრობს. მსახიობი ახლახან კვლავ გამოჩნდა სერიალში ''ჩემი ცოლის დაქალები'', სადაც მისი პერსონაჟი მირიან ბარათეონი საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში ჩაერთო. მალე საქართველოს კინოთეატრებში გამოდის ფილმი ''კრედიტის ლიმიტი'', რომელშიც დათომ საბანკო სისტემის წარმომადგენლის როლი მოირგო...

- სანამ საცხოვრებლად საბურთალოზე გადავიდოდით, საკუთარ სახლში ვცხოვრობდით და იქ მყავდა გერმანული ნაგაზი. მშვენიერი მცველი იყო. სამწუხაროდ, ყელში რაღაც გაეჩხირა და დაიხრჩო. ამ ამბავს არ შევსწრებივარ, იმ დროს სკოლაში თუ ცეკვაზე ვიყავი, მაგრამ შინ დაბრუნებულმა ეს რომ გავიგე, მაშინაც და მერეც მომხდარს ძალიან განვიცდიდი. ნაგაზის სიკვდილის შემდეგ ძაღლის აყვანას აღარ ვაპირებდი, მაგრამ მეორედაც შევიძინეთ. სუფთა ჯიშის ნაგაზი არ იყო, ამბობდნენ, მგელთან არის შეჯვარებულიო. ჩაკეტილობას ვერ შეეგუა და მალე სახლიდან გაიქცა.

სანამ მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდებოდით, ერთად რომ დავდიოდით, მასაც ჰყავდა ძაღლი. მის ძაღლს ვეფერებოდი ან ჩემი მეგობრებისას, მაგრამ არც მაშინ და არც მერე არ მინდოდა საკუთარი ძაღლის ყოლა. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, რამდენიმე წლის წინ ჩემს შვილს, ელენეს, ძაღლის ყოლის სურვილი გაუჩნდა და ახლა შინ გვყავს ჩემი დეზი, რომელსაც მოფერებით დეზდემონას ვეძახი (იღიმის). ძალიან პრანჭია ''გოგოა''. ეტყობა, ბავშვობაში ძაღლი რომ გარდამეცვალა, გონებაში მძაფრად მქონდა ჩარჩენილი. დეზდემონას რამე რომ მოუვიდეს, შეიძლება, გული გამისკდეს. ძალიან მივეჩვიე. კოკერსპანიელია, მაგრამ, სამწუხაროდ, სანადიროდ არ დამყავს. თავიდან კი ვცადე, მაგრამ ბავშვმა, მამა, არ გინდაო და მეც დავემორჩილე.

დეზი ''თოჯინაა'', რა თქმა უნდა, ბრჭყალებში. წყნარი და ''დამასედია''. საწოლზე ამოდის და ჩვენთან ერთად სძინავს. საოცარი ''ადამიანია''. ეს სიტყვა წამომცდა, მაგრამ მართლა ადამიანივითაა და რა ვქნა. ვერ ვხვდები, როგორ არ უნდა გიყვარდეს. როგორც ჩემს შვილებზე, ვაჟსა და ქალიშვილზე, ისე ვზრუნავ ძაღლზეც. ძაღლი ელენესია. ძირითადად მასთანაა, მაგრამ ასევე ვუვლით ბებიამისი, ანუ ჩემი სიდედრი და მე. ჩვენ დავასეირნებთ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება