"მე და სალომეს არ გვითქვამს, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა"

"მე და სალომეს არ გვითქვამს, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა"

"წინ შემოქმედებითად ძალიან საინტერესო და დატვირთული პერიოდი მაქვს", - ამბობს მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე.

ის ერთდროულად 3 ფილმში გადასაღებად ემზადება. რა ხდება მას და სალომე ჭაჭუას შორის, რომელი თვისება არ მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში და ვის მიმართავს, როცა რთული პერიოდი აქვს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დავიბადე...

- ...1988 წლის 26 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ფეხბურთელი, მაგრამ ფეხზე ტრავმა მივიღე და სურვილი სურვილად დარჩა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ყოველი დილის გათენება მიხარია. ჯანმრთელი ვარ, ჩემი ახლობლებიც კარგად არიან.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს მიზანდასახულობაა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...არაერთი მავნე ჩვევა მაქვს, თუნდაც - სიგარეტის მოწევა. რამდენი ხანია, ვცდილობ, თავი დავანებო, მაგრამ ვერ ვახერხებ.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...ადამიანის დაჩაგვრა და ზემოდან, მედიდურად ყურება. ამაში საკუთარი თავი რამდენჯერმე გამომიჭერია, მაგრამ იმ წუთშივე აზრზე მოვსულვარ.

- არ მჩვევია...

- ...ტყუილი, უსამართლოდ მოქცევა. ცნობისათვის, უსამართლობაში მხოლოდ კანონებს არ ვგულისხმობ, მორალი და ეთიკა არანაკლებ მნიშვნელოვანია.

- პირველად თავი წარმატებულად ვიგრძენი...

- ...ჩემს, როგორც მსახიობის წარმატებაზე ლაპარაკი ნაადრევია. ის, რომ ხალხი მცნობდა, პირველად სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" თამაშის პერიოდში ვიგრძენი. ლევან ხომერიკის როლმა პოპულარობა მომიტანა. ეს ერთდროულად, უცნაური და ძალზე სასიამოვნო განცდა იყო. თითქოს დამაკომპლექსა კიდეც, მაგრამ თავში არ ამვარდნია. მედიდურობის გამო სხვას დავცინი და თავად ამას როგორ გავაკეთებ?!

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი....

GზაPრესს- ...ჩამოთვლა საიდან დავიწყო, არ ვიცი... შევცვლიდი ჩემს 2-მეტრიან და გაბუშტულ ცხვირს (იცინის). სიმაღლეშიც გავიზრდებოდი 3-4 სანტიმეტრით. ძალიან არ მომწონს ჩემი წვერი, რადგან საოცარი ფერი აქვს - "რიჟაც" არ არის, რაღაცნაირი წითელია. სხვა ფერის რომ იყოს, წვერმოშვებული ვივლიდი თუ არა, მაინც ვერ გეტყვით. ახლახან გავიგე სიტყვა "ლამბერსექსუალი". ადამიანებს წვერის გაპარსვა ეზარებათ და "აპრავებენ", - ლამბერსექსუალი ვარო. ბავშვური სახე მაქვს და წვერი ცოტა არ იყოს, ასაკს მმატებს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...გავცდე ქალაქს და ბუნებაში გავიდე. ამას ხშირად ვერ ვახერხებ.

- ქალაქგარეთ ჩემი საყვარელი ადგილები...

- ...ბევრგან არის. სარფში ამოჩემებული მაქვს ერთი მთა, სადაც მეგობრებთან ერთად ხშირად ავდივარ და კარვებში ვცხოვრობთ. ეს მთა საქართველო-თურქეთის საზღვარზეა. მეორე ამოჩემებული ადგილი მაქვს კოჯორში: სასაფლაოებს რომ გაივლი, იქ ერთი ღრმა ხევია, დასაბანაკებლად ძალიან კარგი ადგილია, მისტიკური და იდუმალი. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ლაგოდეხის ნაკრძალში რამდენიმე ადგილი, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. მისტიკურ ადგილებზე, იდუმალებაზე ვგიჟდები.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...ხალხმრავალ ადგილას ვხვდები და ზედმეტ ყურადღებას მაქცევენ. მგონი, ამის კომპლექსიც მაქვს.

- ვნანობ, რომ...

- ...შესაძლოა, ბევრ რამეს ვნანობდე, მაგრამ ყველაზე მეტად ვნანობ იმას, რომ ბებიას და ბაბუას, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან, თავის დროზე უფრო მეტი ყურადღება ვერ მივაქციე.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება