"ყველას ბიზნესის ისეთი ნიჭი აღმოაჩნდა, რომ "ბრისტოლზე" ნაკლებს აღარაფერს კადრულობენ" - პაატა ქურდაძე უდესიანსა და ყოფილ ჩინოვნიკებზე

"ყველას ბიზნესის ისეთი ნიჭი აღმოაჩნდა, რომ "ბრისტოლზე" ნაკლებს აღარაფერს კადრულობენ" - პაატა ქურდაძე უდესიანსა და ყოფილ ჩინოვნიკებზე

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გია უდესიანთან "რუსთავი 2"-ის მიერ პარიზში ჩაწერილ ინტერვიუს ეხმაურება:

"დღეს დილით უჩვეულოდ ადრე გამეღვიძა. სანამ ავდგებოდი, ლეპტოპში "რუსთავი 2"-ის უდესიანთან პარიზში ჩაწერილ ინტერვიუს ვუყურე - სასტუმრო "ბრისტოლში". უბრალოდ აქაური ვარ და ვიცანი, თორემ "რუსთავმა" ისე გამოაცხადა უდესიანი პარიზში ცხოვრობსო, კაცი იფიქრებდა, რომ ბრისტოლი სენტ-ონორეს ქუჩაზე კია არა კუს ტბაზეა. ვიწექი და ვფიქრობდი, უკვე მერამდენედ, ნეტა როგორ ხდება, რომ საქართველოში ხელისუფლების ყოფილი ფუნქციონერებს (კეზერაშვილის არ იყოს) და მათთან დაკავშირებულ "დრუჟენიკებს", ყველას ბიზნესის ისეთი ნიჭი აღმოაჩნდა, რომ ბრისტოლზე ნაკლებს აღარაფერს კადრულობენ-მეთქი... ახლავე აგიხსნით ბრისტოლი რა სასტუმროა - "ბრისტოლი" ის სასტუმროა (პალასი) რომელსაც დიდი როკ ვარსკვლავები სტუმრობენ ხოლმე ხშირად... მე სულ ორჯერ თუ სამჯერ ვარ ნამყოფი. ერთხელ სტინგი დამემგზავრა ლიფტში (ჩაწერაზე ვიყავი მისული მირეი მატიესთან, თორემ ისე იქ რა მინდოდა).. არა, არც სტინგს ვერჩი რამეს და არც უდესიანს.. უბრალოდ სტინგი რაღაც უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდა ინოქსის ლიფტში...

მოკლედ ასეთ რაღაცეებზე რომ ვფიქრობდი, სწორედ ამ დროს, ჩემმა გაბრიელმა,რომელიც მონმარტზე, აბესზე ერთი ციცქნა ოთხში ცხოვრობს და ბედნიერია დამოუკიდებლობის მისთვის სრულიად ახალი შეგრძნებით, "ფეისბუკზე" პატარა ტექსტი დადო - ანტუან სენტ ეკზუპერის ცნობილი ლოცვა.. არ ვიცი, რამ გაახსენა ეკზუპერი ამ დილაუთენია, ლექციებზე წასვლის წინ... მაგრამ დილის ლოცვასავით კი გამოუვიდა... მარტო თავისთვის კი არა, ჩემთვისაც, უდესიანისთისაც და თქვენ წარმოიდგინეთ რუსთავი ორისთვისაც...

მთლიანად ვერ გადავთარგმნი ასე უცებ, მაგრამ აი ბოლო სამი სტრიქონი:

...(უფალო!) მაქციე ადამიანად. რომელსაც შეუძლია, ბოლომდე დაცემულთ შეუერთდეს... მომეცი არა ის, რაც მსურს, არამედ რაც მჭირდება, მასწავლე პატარა ნაბიჯებით სიარულის ხელოვნება!..."

რაღაც პათეტიკურად კი გამომივიდა, მაგრამ მართლა ასეთი დილა მქონდა- უდესიანთან, გაბრიელთან და სენტ ეკზუპერისთან ერთად...".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს