საქართველო National Geographic Traveler-ის 50 ქვეყნის ტურისტული მიმართულებების ჩამონათვალში მოხვდა

საქართველო National Geographic Traveler-ის 50 ქვეყნის ტურისტული მიმართულებების ჩამონათვალში მოხვდა

"50 Tours of a Lifetime"-საქართველო National Geographic Traveler-ის 50 ყველაზე საინტერესო ტურისტული მიმართულებების სიაში მოხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ სამზარეულოზე, ღვინისა და კულტურის ტურის შესახებ National Geographic Traveler-ის მეცხრე გამოცემაში დაიწერება, რომელიც 2015 წლის მაისში გამოვა. ინფორმაცია ამის შესახებ National Geographic Traveler - ის ვებგვერდზე უკვე განთავსდა.

"შესარჩევმა პროცესმა კონკურენტუნარიან გარემოში ჩაიარა. ჩვენი გუნდი დაუღალავად მუშაობდა, რომ გამოევლინა 2015 წლის ყველაზე ინოვაციური, საუკეთესოდ ორგანიზებული და მდგრადი ტურები. შესარჩევი პროცესი საუკეთესო ტურის გამოსავლენად უკვე მეათე წელია მიმდინარეობს. დღეისათვის, ექსპერიმენტული მოგზაურობების რიცხვმა იმატა, და ეს მოგზაურობები და ოპერატორები არიან სამაგალითოები ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის. ისინი უხსნიან გზებს ტურისტებს და ამავე დროს ტოვებენ დადებით შთაბეჭდილებას ქვეყნებსა და ხალხებზე. კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ამ დიდ წარმატებას", - განაცხადა National Geographic Traveler-ის რედაქტორმა მაქს ჯონსონმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, National Geographic Traveler-ის მიერ მსოფლიოს 50 ყველაზე საინტერესო ტურისტულ მიმართულების სიაში საქართველოს მოხვედრა, ხელს შეუწყობს, ჩვენს ქვეყანას ტურიზმის განვითარებისა და საერთაშორისო ტურისტული იმიჯის დამკვიდრებაში.

National Geographic Traveler-ი 1888 წელს დაარსდა და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციისNational Geographic Society -ის ნაწილს წარმოადგენს. National Geographic Traveler მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჟურნალია და მისი მკითხველთა რაოდენობა 8.5 მილიონს აღემატება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია