ირაკლი ალასანია - თავდაცვის მინისტრის მოსმენის შემდეგ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა

ირაკლი ალასანია - თავდაცვის მინისტრის მოსმენის შემდეგ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა

ვერანაირად ვერ გადაფარავენ იმ აუცილებლობას, საჰაერო თავდაცვის საკითხის გასარკვევად კომისია რომ უნდა შეიქმნას, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის საკომიტეტო მოსმენის შეფასებისას განაცხადა.

ალასანიას თქმით, აუცილებელია გაირკვეს, რატომ შეიცვალა პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, თავდაცვის მინისტრის მოსმენის შემდეგ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა.

"პარლამენტარიზმი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ასეთი განხილვები უნდა იყოს და მგონი დავამკვიდრეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ანგარიშვალდებულება, როდესაც მოსმენებში ვიღებდით მონაწილეობას. პრაქტიკულად, ეს პროცესი დავიწყეთ. მგონია, რომ ძალიან ბევრი შეკითხვა პასუხგაუცემელია, პირველ რიგში, ამ მოსმენიდან თუნდაც ნდობის ჯგუფის შეკრებით ვერანაირად ვერ გადაფარავენ იმ აუცილებლობას, რომ უნდა შეიქმნას კომისია, კონკრეტულად საჰაერო თავდაცვის საკითხის გასარკვევად. რატომ იქნა შეცვლილი პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს რომ გაირკვეს და საზოგადოებას რომ პასუხი ჰქონდეს, უნდა შეიქმნას კომისია", - განაცხადა ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."