მერილენდის შტატში და კოლუმბიის ოლქში სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს

მერილენდის შტატში და კოლუმბიის ოლქში სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს

მერილენდის შტატში სტატისტიკური აღწერის ბიუროში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაცვის ერთი წევრი დაშავდა. "ბიბისის" ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. პარალელურად, სროლა მოხდა პოლიციის მისამართით კოლუმბიის ოლქში. სამართალდამცველთა ცნობით, ორივე შემთხვევა ერთმანეთთან კავშირშია, თუმცა, ტერორიზმის ნიშნები არ არსებობს. თავდასხმის მოტივი და თავდამსხმელის ვინაობა უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა