რამდენი ქართველი იმყოფება ქრისტეს საფლავზე

რამდენი ქართველი იმყოფება ქრისტეს საფლავზე

როგორც Ambebi.ge-ს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, საპატრიარქოდან იერუსალიმში 60-მდე მომლოცველი გაემგზავრა.

მომლოცველები საქართველოდან იერუსალიმში კერძო ტურისტული კომპანიების მეშვეობითაც ჩავლენ.

უფლის აღდგომის ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები წელს ცეცხლის გადმოსვლას 11 აპრილს ელოდებიან. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.

ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ წმინდა ცეცხლს საქართველოში მომლოცველთა ჯგუფი დღეს, გვიან ღამით, ლიტანიობისთვის ჩამოაბრძანებს და ტაძრებში განაწილდება.

ზეციური ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ მართლმადიდებელი სამყარო წელს აღდგომის დღესასწაულს 12 აპრილს იზეიმებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია