"შალვა ღვთისმოსავი კაცია" - აბულაძის დეიდა პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის კეთილ საქმეებზე ყვება

"შალვა ღვთისმოსავი კაცია" - აბულაძის დეიდა პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის კეთილ საქმეებზე ყვება

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის პროცესი 13.00 საათზე დაიწყო. პროცესს ბრალდებული და მისი რამდენიმე ახლობელი ესწრება. მათ შორის, აბულაძის დეიდა ნანა გოგოლი. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ის არ ამართლებს ნათესავის საქციელს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ შალვა ღვთისმოსავი ადამიანი იყო და ციხიდანაც და იქედან გამოსვლის შემდეგაც ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდა.

თუნდაც ციხეში ყოფნის პერიოდში ბევრ საქმეს აკეთებდა. რომ გამოვიდა, მერეც... არ დასცალდა; რომ დასცლოდა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა მისთვისაც და ბევრისთვისაც... ეს ტრაგედიაა, და მარტო იმ ოჯახების ტრაგედია არ არის, ეს საზოგადოების ტრაგედიაა. შალვა ღვთისმოსავი კაცი იყო, მაგრამ მის გამართლებაში არ ჩამითვალოთ. დანაშაული ჩაიდინა და მე ჩემი ყურით მოვისმინე, რომ ამას აღიარებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ბრალდებულის დეიდა ნანა გოგოლმა.

ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ