"კლასში ძალიან საყვარელი, ცელქი და კეთილი კოტე თოლორდავა აღარ გვეყოლება" - ეკატერინე ფანგანი კოტე თოლორდავას იხსენებს და სკოლის სურათებს აქვეყნებს (+გალერეა)

"კლასში ძალიან საყვარელი, ცელქი და კეთილი კოტე თოლორდავა აღარ გვეყოლება" - ეკატერინე ფანგანი კოტე თოლორდავას იხსენებს და სკოლის სურათებს აქვეყნებს (+გალერეა)

ეკატერინე ფანგანი სკოლის პერიოდს იხსენებს და კოტე თოლორდავას სკოლისდროიდელ სურატბს აქვეყნებს:

"ყველაზე ძალიან ცხოვრებაში, ალბათ, სკოლა მიყვარდა, იმიტომ რომ ყველაზე მაგარ პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი! მგონი, არასდროს გამიცდენია.. და თან კიდევ უფრო მეტად იმიტომ მიყვარდა, რომ ყველაზე მაგარი კლასი მყავდა და სკოლას თუ ვაცდენდი მხოლოდ მათთან ერთად. ყველაზე ახლო მეგობრები, ყველაზე ბევრი და თბილი მოგონება სწორეს ჩემს კლასს და სკოლას უკავშირდება.. ეს მეგობრობა ისევ გრძელდება, მაგრამ რაც დრო და წლები გადის, თითქოს, უფრო და უფრო გვიყვარდება ერთმანეთი კლასელებს, რაღაც კიდევ უფრო მეტ უხილავს თუ ხილულს ვგრძნობთ ერთმანეთისადმი..

ალბათ, ერთად გატარებული ბავშვობა გვენანება, რომელიც აღარასდროს დაბრუნდება..დღეს კი გვჭირს ის, რაც არ უნდა გვჭირდეს... აი ამ კლასში ძალიან საყვარელი, ცელქი, ქარიზმატული და კეთილი კოტე თოლორდავა აღარ გვეყოლება..." - წერს ეკა.

იხილეთ გალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება