სოფელ ახალდაბასთან მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ ახალდაბასთან მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

გორის რაიონის სოფელ ახალდაბასთან 2015 წლის 13 აპრილს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ვარიანიდან მიმავალი ავტომანქანის მძღოლი და მისი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალნენ. მანქანა ხეს დაეჯახა. დაღუპულები, რომლებიც გორში ცხოვრობდნენ, პროზექტურაში გადაასვენეს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანქანას პოლიციის ეკიპაჟი მისდევდა. ვარიანის შს განყოფილებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციელების მისვლისას, ადგილობრივ მოსახლეობას გარდაცვლილები უკვე მანქანიდან გადაჰყავდათ.

გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ მგზავრები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, რასაც ექსპერტიზა დაადგენს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია