ლანჩხუთში მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო - "ვიფიქრე, დაღლილია და ჩამოჯდა კაცი-მეთქი, თურმე..."

ლანჩხუთში მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო - "ვიფიქრე, დაღლილია და ჩამოჯდა კაცი-მეთქი, თურმე..."

ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში 59 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ლანჩხუთის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წულაძის ძმაა.

როგორც გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან, ის ჯერ მანქანით კუთვნილ ფერმაში მივიდა, თოკი  წამოიღო და როგორც ჩანს, შემდეგ მოიყვანა სისრულეში ჩანაფიქრი.

"დილით გავიარე შემთხვევის ადგილას, ძროხა გავდენე საბალახოზე, დავინახე მისი მანქანა და თვითონაც, თუმცა არც ახლოს მივსულვარ და არც გამოლაპარაკება მიცდია. ვიფიქრე, დაღლილია და ჩამოჯდა კაცი-მეთქი, თურმე თავი ჩამოუხრჩვია", - ამბობს  გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ