საქართველოს პრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , 57 მსჯავრდებული სრულად იქნა შეწყალებული და ეს პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებენ. რაც შეეხება 21 მსჯავრდებულს, მათი სასჯელი სხვადასხვა ზომით იქნა შემცირებული.

ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ სულ 460 საქმე განიხილა და საკმაო ფართო სპექტრია დანაშაულებისა, რომელთა ჩამდენებიც დღეს შეწყალებულნი არიან, მათ შორის ერთი განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელსაც სასჯელი გაუნახევრდა.

პრეზიდენტის დღევანდელი აქტით შეწყალებულთა შორის ქალი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულები, ასევე უვადო პატიმრობამისჯილი პირები არ არიან.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."