თემურ ბასილია - ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება მინიმუმ საქართველოს მთავრობის თანხმობით მოხდა

თემურ ბასილია - ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება მინიმუმ საქართველოს მთავრობის თანხმობით მოხდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია მიიჩნევს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება მინიმუმ საქართველოს მთავრობის თანხმობით მოხდა.

თემურ ბასილია "ფეისბუქზე" საკუთარ მაგალითს იხსენებს და პროკურატურის განცხადებას სიცრუეს უწოდებს.

"პროკურატურის ეს განცხადება სიცრუეა: მე მაქვს ოფიციალური წერილი ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, სადაც ბოდიშს მიხდიან, რომ მართალია აშშ-მა პოლიტდევნილის სტატუსი მოგანიჭა, მაგრამ საქართველოს მთავრობა არის წინააღმდეგი, რომ ძებნილთა სიიდან ამოგიღოთო და სხვა რაღაცეები შემომთავაზეს, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლიაო... ასე რომ, ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება, მინიმუმ საქართველოს მთავრობის თანხმობით მოხდა.... აი ეს არის სიმართლე და არა ამათი უვიცური განმარტებები... უუნაროები ხართ...", - წერს თემურ ბასილია.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ინტერპოლმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ინტერპოლის გენერალური სამდივნოსგან შესაბამისი წერილი მთავარმა პროკურატურამ 9 აპრილს მიიღო. მათივე განმარტებით, ინტერპოლი ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის მიზეზად მის მიერ ერთ-ერთი სახელმწიფოსგან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ასახელებს.

თემურ ბასილია 1997 წელს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკურ მრჩევლად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე "ვარდების რევოლუციამდე" მუშაობდა.

ბასილია 2004 წელს რამდენჯერმე დაკითხეს, თუმცა არ დაუკავებიათ. მან ქვეყანა დატოვა. მოგვიანებით მასზე ძებნა გამოცხადდა, 2008 წელს საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად, ბასილიას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."