"თონე" მანჰეტენზე- ქართველი ბიზნესმენის ახდენილი ამერიკული ოცნება

"თონე" მანჰეტენზე- ქართველი ბიზნესმენის ახდენილი ამერიკული ოცნება

"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქართული სამზარეულოსა და კულტურის შესახებ ამერიკის კონტინენტზეც გაიგონ"

ამერიკაში დაახლოებით 11 წლის წინ, მეუღლესთან და მცირეწლოვან ბიჭუნასთან ერთად ჩავიდა. ახალ გარემოებასთან შეგუება მაინცდამაინც არ გასჭირვებია და უკვე ერთ წელიწადში, საკუთარი მცირე ბიზნესი წამოიწყო. ამერიკული ოცნების ახდენა თავდაპირველად, სამშენებლო მასალების გადაზიდვით დაიწყო, მერე იყო ნაგვის გატანის სერვისი, სამშენებლო საქმიანობა. თუმცა, 2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, რომელიც ამერიკასაც შეეხო, კობა ბოგდანოვიც დააზარალა, საქმიანობა მცირე პერიოდით შეწყვიტა.

რამდენიმე დღის წინ, სხვა ქართველებთან ერთად, კობა ბოგდანოვმა ნიუ იორკში, მანჰეტენზე პირველი ქართული სწრაფი კვების ობიექტი "თონე" გახსნა, რომელიც ამერიკელ და ევროპელ სტუმრებს ხაჭაპურს, ხინკალს, ჩაქაფულს, თონეში გამომცხვარ ქართულ შოთსა და სხვა ტრადიციულ, ქართულ კერძებს სთავაზობს. მანჰეტენამდე, "თონემ" ნიუ იორკელებს თავი ბრუკლინზე გააცნო, სადაც უკვე რამდენიმე წელია ქართულ შოთს სთავაზობს მომხმარებელს.

"ბრუკლინზე "თონე" რამდენიმე წელია, რაც არსებობს. თუმცა, თავდაპირველად მხოლოდ საცხობის სახით იყო წარმოდგენილი. ადგილზე ცხვებოდა შოთი, ხაჭაპური, ლობიანი. ორი წელია რაც ჩვენ შევიძინეთ და უფრო გავაფართოვე საქმიანობა - დავამატეთ ქართული კეძები. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქართული სამზარეულოსა და კულტურის შესახებ ამერიკის კონტინენტზეც გაიგონ", - გვეუბნება "თონეს" ერთ-ერთი მეპატრონე კობა ბოგდანოვი.

მიუხედავად იმისა, რომ მანჰეტენზე "თონე" სულ რამდენიმე დღეა, რაც გაიხსნა, კაფეს მეპატრონეები ამბობენ, რომ მომხმარებელს არ უჩივიან - ამერიკელი და ევროპელი სტუმრები სიამოვნებით აგმოვნებენ მათთვის უცხო კერძებს. "მოთხოვნა ძალიან დიდია. სტუმრები, რომლებიც პირველად აგემოვნებენ ჩვენს კერძებს, მოწონებას ვერ მალავენ. ეს სრულიად უცხო პროდუქცია მათთვის", - გვეუბნება კობა ბოგდანოვი. ქართული "თონე" მომხმარებელს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, მათ შორის ადგილზე მიტანის, ტელეფონით და ინტენეტით შეკვეთის სერვისს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია