ირანის შაჰის ჰარამხანის სილამაზის საიდუმლო - რატომ შემოსა ცოლები ბალერინას კაბებით

ირანის შაჰის ჰარამხანის სილამაზის საიდუმლო - რატომ შემოსა ცოლები ბალერინას კაბებით

''ვისაც ვინ უყვარს, იმის ლამაზი ის არისო'' - ალბათ, რთულია წინაპრების ეს ანდაზა არ გაგხსენებოდათ, როდესაც გასულ კვირას სოციალურ ქსელში ირანის შაჰის ჰარამხანის ქალბატონებს გადაავლებდით თვალს. ''ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ირანის შაჰის ცოლები'' - სტატიებმა ამ სათაურით ''ფეისბუქი'' ააფეთქა. წყარო ერთ-ერთი რუსული საიტი გახლდათ.

სურათებიდან ჩასუქებული, მრგვალსახიანი ადამიანები იმზირებიან, გადაბმული წარბებით და ბალერინებივით ჩაცმულები. სტატიის სათაური თითქმის არ პასუხობს შინაარსს, რადგან რთულია იმის დაჯერება, რომ ამ ფოტოებზე ნამდვილად ქალები არიან ასახულნი.

ნასერ ედ-დინი 1858-1896 წლებში ატარებდა ირანის შაჰის ტიტულს. მის შესახებ ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ განსაკუთრებულად უყვარდა სურათების გადაღება და ამისთვის დროს არ იშურებდა.

შაჰი საკმაოდ დიდი ჰარემის მფლობელი გახლდათ. ნასერს 90 ცოლი ჰყავდა, რომლებსაც ხშირად უღებდა სურათებს სხვადასხვა პოზაში, ხანდახან საკმაოდ გულახდილსაც და საკუთარ სახლში, ფოტოლაბორატორიაში ბეჭდავდა. ოდესღაც საიდუმლო სურათები დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა დავა, ამ ფოტოებზე ქალები არიან, თუ კაბებში გამოწყობილი კაცები, სოციალურ ქსელში დღემდე გრძელდება.

ბავშვობიდან ხშირად გვსმენია და ამ თემაზე ფილმებიც არსებობს, რომ ირანის შაჰს საქართველოდან ტყვედ ულამაზესი ქართველი გოგონები მიჰყავდა, ამიტომაც ძნელია იმის დაჯერება, რომ ამ ქალბატონებიდან რომელიმე შეიძლება, ქართველიც იყოს, მაგრამ რეალობა თურმე სულ სხვანაირი ყოფილა.

მე-19 საუკუნის შაჰის კარის მოდა, დიახ, ასეთი ყოფილა, კარგად ჩასუქებული ქალბატონები, გადაბმული წარბებით და თქვენ წარმოიდგინეთ, შესამჩნევი ულვაშითაც კი. ზოგიერთი ქალბატონი, რომელსაც მცირეოდენი ულვაში ბუნებრივად არ ამოსდიოდა, ნახშირით იხატავდა ტუჩის ზედა ნაწილს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია